წასვლამდე საჩუქრები დაარიგა - აგუეროს ღირსეული ჟესტი
Aa
Aa

წასვლამდე საჩუქრები დაარიგა - აგუეროს ღირსეული ჟესტი

დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ სერხიო აგუერო „ბარსელონას“ შეუერთდა. არგენტინელმა თავდამსხმელმა მრავალწლიანი კარიერა „მანჩესტერ სიტიში“ დაასრულა. ყველამ კარგად იცის, რომ სერხიო მანჩესტერში ძალიან უყვართ და თავად კუნსაც იგივე დამოკიდებულება აქვს.

გამოცემა „ბლიჩერი“ იუწყება, რომ გუნდის დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე, ვეტერანმა თავდამსხმელმა პირველი გუნდის ყველა წევრს გრავირებული საათი აჩუქა, ხოლო შემდეგ თავისი ავტო-მობილი „რენჯ როვერი“ გაათამაშა, რომელიც „სიტის“ სტაფის ერთ-ერთმა წევრმა მოიგო.

აგუერო „სიტიში“

გეტყვით, რომ სერხიო აგუერო „ქალაქელებს“ 2011 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში არგენტინელმა შემტევმა მანჩესტერული კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 390-ჯერ მოირგო და 260 გოლი გაიტანა.

რეკორდი პრემიერ ლიგის ბოლო მატჩში

პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ „ევერტონს“ უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა. დუბლი შეასრულა სერხიო აგუერომ.

მეორე გატანილი გოლი კუნისთვის ისტორიული აღმოჩნდა. არგენტინელმა თავდამსხმელმა უეინ რუნის რეკორდი გააუმჯობესა. საქმე ერთ კლუბში გატანილი გოლების რაოდენობას ეხება. „იუნაიტედის“ ყოფილი შემტევის ანგარიშზე 183 გოლი იყო, აგუერომ კი 184-ე გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები