''ხვიჩა ინგლისისთვის მზა ფეხბურთელია'' - მის ტრანსფერზე ცნობილი აგენტი იმუშავებს
Aa
Aa

''ხვიჩა ინგლისისთვის მზა ფეხბურთელია'' - მის ტრანსფერზე ცნობილი აგენტი იმუშავებს

საფეხბურთო აგენტმა შანდორ ვარგამ რუსულ მედიასთან საუბარში დაადასტურა, რომ მისი სააგენტო (Base Soccer) ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობს.

''რამდენიმე დღეა, რაც ჩემმა სააგენტომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო. ჩემი მოსწავლე და თანამშრომელი კრისტიან ემილი ლეონიდ სლუცკისთან ახლო კონტაქტშია, წარსულში ''ჰალ სიტისა'' და არნემის ''ვიტესში'' მუშაობის დაწყებაში დაეხმარა. ხვიჩამ ჩვენთან დაიწყო თანამშრომლობა, რაშიც სლუცკის როლი დიდია''.

ვარგა და ლეგენდარული არსენ ვენგერი

შანდორ ვარგამ ასევე განაცხადა, რომ მისი კარიერის საწყის პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები ოლეგ ლუჟნის ლონდონის ''არსენალში'' გადასვლა და სერგეი რებროვის ''ტოტენჰემში'' ტრანსფერი იყო.

შანდორ ვარგას თქმით კვარაცხელია ინგლისის პრემიერ ლიგისთვის მზადაა: ''ხვიჩა პრემიერ ლიგისთვის მზა მოთამაშეა, მას ინგლისში განვითარების დიდი შესაძლებლობები აქვს. ''რუბინი'' მზადაა სოლიდური თანხის სანაცვლოდ კვარაცხელიას დაემშვიდობოს, მაგრამ თუ ხვიჩა ''რუბინთან'' ერთად ევროპულ ტურნირზე წარმატებით ითამაშებს, მისი სატრანსფერო თანხა 30-დან 60 მილიონამდე გაიზრდება. ეს ძალიან რეალურია''.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში ხვიჩა კვარაცხელიამ ქართულ მედიასთან შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. 

„ასე გადაწყვეტილი არაფერია. მოლაპარაკებები მიდის, მაგრამ ახლა ამის შესახებ არ შემიძლია რაიმე ვთქვა''.

კითხვაზე დაინტერესებულ კლუბებს შორის არიან თუ არა ინგლისური გუნდები, ხვიჩას პასუხი ასეთია: ''ამაზე ლაპარაკის უფლებაც არ მაქვს და სწორიც არ იქნება, მაგრამ ის შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი მოლაპარაკება იყო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები