ხვიჩა სევილიაში? - მონჩიმ რუბინთან მოლაპარაკება დაიწყო!
Aa
Aa

ხვიჩა სევილიაში? - მონჩიმ რუბინთან მოლაპარაკება დაიწყო!

ხვიჩა კვარაცხელიათი, რომ უამრავი ევროპული გუნდი ინტერესდება ეს ახალი არ არის. დღეს, ესპანური გამოცემა fichajes.net ქართველ შემტევზე წერს. წყაროს ინფორმაციით, ხვიჩას „სევილია“ აქტიურად აკვირდება. კლუბის სპორტული დირექტორი მონჩი კი მოლაპარაკებებს აწარმოებს.

რას წერს fichajes.net?

„ბოლო დღეებში „სევილია“ ახალგაზრდა ხვიჩა კვარაცხელიას დიდ დროს უთმობს და ხშირად აკვირდება. პირველად ანდალუსიელებმა კვარაცხელია საქართველოს და ესპანეთის მატჩზე შენიშნეს, სადაც მან გოლი გაიტანა. 20 წლის ფეხბურთელმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. ყველაფერი კი იქითკენ მიდის, რომ ესპანური გუნდი კვარაცხელიას თაობაზე ყაზანის „რუბინს“ დაუკავშირდება.

„სევილიას“ სპორტული დირექტორი მონჩი რუსულ კლუბთან კავშირზე გავიდა და ქართველ ტალანტზე მოლაპარაკება დაიწყო. თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ ეს მოლაპარაკება წარმატებით დასრულდეს და ხვიჩამ ესპანური კლუბის მაისური მოირგოს. ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებად 15-20 მილიონი ევრო სახელდება."

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლის ივნისის ჩათვლით აქვს. გასულ სეზონში კი „ჯვაროსნების“ შემტევმა რუსული კლუბის მაისური 23-ჯერ მოირგო, 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები