2023 წლამდე - ინიესტამ კონტრაქტი გაახანგრძლივა
Aa
Aa

2023 წლამდე - ინიესტამ კონტრაქტი გაახანგრძლივა

ესპანეთის ნაკრების და „ბარსელონას“ ყოფილმა ვარსკვლავმა ანდრეს ინიესტამ „ვისელ-კობთან“ 2 წლით კონტრაქტი გაახანგრძლივა და კლუბში 2023 წლამდე დარჩება. ინფორმაცია ოფიციალურად იაპონური გუნდის „ტვიტერის“ ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

ინიესტას კომენტარი

„სამი წლის წინ აქ საინტერესო პროექტი დაანონსდა. ეს ყველაფერი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის საინტერესო გამოწვევა იყო. ძალიან მადლიერი ვარ კლუბის ხელმძღვანელობის, რომ 3 წლის შემდეგაც მენდობიან.

აქ ყველამ რთული პერიოდი გამოვიარეთ. ნელ-ნელა ისტორიას ვწერთ და ტიტულებს ვიგებთ. ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის იმ ხალხის დამოკიდებულებაა, რომლებიც ჩემს გარშემო არიან. მინდა ისევ ისეთი ენთუზიაზმით ვიყო, როგორიც 3 წლის წინ მქონდა. მოხარული ვარ, რადგან ახალ პროექტში კიდევ 2 წლით ვიქნები.“

ინიესტა „ვისელ-კობში“

2018 წლიდან დღემდე, ვეტერანმა ნახევარმცველმა იაპონური გუნდის მაისური 75-ჯერ მოირგო, 16 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ანდრესმა „ვისელ-კობის“ რიგებში 2 ტიტული მოიგო. 2019 წელს ინიესტა იმპერატორის თასის გამარჯვებული გახდა, ხოლო 2020 წელს ესპანელი შუახაზელი იაპონიის თასის მფლობელი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები