ტოჩინოშინის პირველი გამარჯვება - მეტოქე დოჰიოდან გადაიყვანა
Aa
Aa

ტოჩინოშინის პირველი გამარჯვება - მეტოქე დოჰიოდან გადაიყვანა

''ნაცუ ბაშოს“ მეორე დღეს ტოჩინოშინმა მე-8 მაეგაშირა ცურუგიშო იორიკირის ილეთით დაამარცხა. ქართველი გოლიათი უპირატესობას ფლობდა, შეხვედრა დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა, მეტოქე დოჰიოდან გადაიყვანა.

აღსანიშნავია, რომ ტოჩინოშინი ცურუგიშუს კარიერაში პირველად დაუპირისპირდა.

შეგახსენებთ, ''ნაცუ ბაშოს'' პირველ დღეს ტოჩინოშინი მონღოლს, მე-6 მაეგაშირა იჩინოჯოს შეხვდა. ქართველი იორიკირის ილეთით დამარცხდა. ასე რომ ტურნირის საწყისი ორი შეხვედრის შემდეგ ტოჩინოშინის ანგარიშზე 1 მოგება და 1 მარცხია.

''ნაცუ ბაშოს'' მესამე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-7 მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება. მათი 22 დაპირისპირებიდან ლევან გორგაძემ 13 მოიგო, თუმცა 9 შეხვედრაში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები