წიკლაურის მორიგი წარმატება - ბრინჯაოს მედალი საერთაშორისო ტურნირზე
Aa
Aa

წიკლაურის მორიგი წარმატება - ბრინჯაოს მედალი საერთაშორისო ტურნირზე

მოთხილამურე ნინო წიკლაურმა მორიგ წარმატებას მიაღწია.

გერმანიის კურორტ ობერიოხში გამართულ FIS-ის სარეიტინგო შეჯიბრებაში ქართველმა სპორტსმენმა მესამე ადგილი დაიკავა.

ტურინირის გამარჯვებული კი ემა აიჩერი გახდა,ხოლო მეორე ადგილზე ასევე გერმანელი რონჯა ვაისნერი გავიდა. 

 “კმაყოფილი ვარ-მეთქი ვერ ვიტყვი. მოსაგებად ჩამოვედი ამ შეჯიბრებაზე და მქონდა კიდეც შესაძლებლობა. ვეცადე, მაგრამ არ აეწყო დღე ისე, როგორც მინდოდა. ბევრი პატარ-პატარა შეცდომა დავუშვი ორივე ცდაში, რაც გულდასაწყვეტია ჩემთვის. ვეცდები პოზიტიურად მივიღო ეს გაკვეთილი და შემდეგ შეჯიბრებზე გამოვიყენო!” - აღნიშნა წიკლაურმა

შეგახსენებთ,რომ ქართველი სპორტსმენი ოლიმპიური თამაშების ლიცეენზიისთვის იბრძოლებს.

ნინო წიკლაურმა საქართველოს სახელით სამ ოლიმპიურ თამაშებზე (2010;2014;2018)იასპარეზა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები