კლუბის ლეგენდები დააფასეს - კომპანის, სილვას და აგუეროს ძეგლს დაუდგამენ!
Aa
Aa

კლუბის ლეგენდები დააფასეს - კომპანის, სილვას და აგუეროს ძეგლს დაუდგამენ!

ცნობილი გახდა, რომ "მანჩესტერ სიტის" არგენტინელი თავდამსხმელი სერხიო აგუერო სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს. ამის შესახებ გულშემატკივრებს თავად ფეხბურთელმა "ტვიტერის" საკუთარი გვერდის მეშვეობით ამცნო.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, აგუეროს, კომპანის და დავიდ სილვას "ეტიჰადთან" ახლოს ძეგლს დაუდგამენ. "სიტის" თავმჯდომარემ, ხალდუნ ალ მუბარაქმა განაცხადა, რომ კლუბი ამას მადლობის ნიშნად აკეთებს. ეს ძეგლი კი იქნება სიმბოლო იმ თავდაუზოგავი შრომის და თავდადების, რომელიც ხსენებულმა ფეხბურთელებმა გასწიეს.

"აგუეროს წვლილი "მანჩესტერ სიტის" განვითარებაში შეუფასებელია. ბოლო 10 წლის განმავლობაში მან საოცარი ერთგულება და თავდადება გამოავლინა. სერხიო ჩვენი კლუბის ისტორიაში სამუდამოდ ჩაეწერა." - თქვა ალ მუბარაქმა

შეგახსენებთ, რომ აგუეროს „სიტის“ მაისურით 384 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 257 გოლია. არგენტინელმა „ეტიჰად სთედიუმზე“ ყოფნისას პრემიერ ლიგა 4-ჯერ, ინგლისის თასი 5-ჯერ, ქვეყნის სუპერთასი 3-ჯერ და ინგლისის თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები