მსოფლიო თასი - 2 ოქროს მედალი პარაძალოსნების ანგარიშზე
Aa
Aa

მსოფლიო თასი - 2 ოქროს მედალი პარაძალოსნების ანგარიშზე

მანჩესტერში პარა-ძალოსნობაში მსოფლიო თასის გათამაშება დასრულდა,სადაც საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ტურნირის ჩემპიონები რაზმ აზარი (80 კგ) და იაგო გორგოძე (+107 კგ) გახდნენ. აზარიმ 190 კილოგრამი დააფიქსირა,ხოლო იაგომ 205. 

107 კგ კატეგორიაში ვერცხლის მედალი აკაკი ჯინჭარაძემ მოიპოვა ქართველმა ძალოსანმა 213 კგ დაძლია,რითაც თავისივე საქართველოს აბსოლუტური რეკორდი 3 კგ-ით გააუმჯობესა.

ჯინჭარაძე ამ შედეგით მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა და ამ მდგომარებით ტოკიოს ოლიმპიურ ლიცენზიას ავტომატურად მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები