ლევან კობიაშვილი:
Aa
Aa

ლევან კობიაშვილი: "მადლობა თითოეულ გულშემატკივარს"

საქართველოს ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით ესპანეთს უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.

დიდი ხნის პაუზის შემდეგ ქართველმა გულშემატკივრებმა სტადიონზე შესვლა შეძლეს და ეს ძალზედ საინტერესო შეხვედრა საკუთარი თვალით იხილეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა "ფეისბუკის" საკუთარი გვერდის მეშვეობით გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

"დიდი მადლობა ეროვნული ნაკრების თითოეულ გულშემატკივარს. ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს სტადიონზე მოვიდა და თამაშის ბოლო წუთამდე უგულშემატკივრა საკუთარ გუნდს.

დღეს დინამო არენაზე განსაკუთრებით იგრძნობოდა თქვენი მხარდაჭერა!" - წერს სფფ-ს პრეზიდენტი

დიდი მადლობა ეროვნული ნაკრების თითოეულ გულშემატკივარს. ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს სტადიონზე მოვიდა და თამაშის ბოლო...

Posted by Levan Kobiashvili on კვირა, 28 მარტი, 2021

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები