სუკუინაგე - ტოჩინოშინის ეფექტური გდება და მეორე გამარჯვება
Aa
Aa

სუკუინაგე - ტოჩინოშინის ეფექტური გდება და მეორე გამარჯვება

„ჰარუ ბაშოს“ მე-4 დღეს, ტოჩინოშინის მეტოქე მე-7 მაეგაშირა კაგაიაკი იყო, რომელიც ლევანმა სუკუინაგეს ილეთით დაამარცხა.

გორგაძემ ბრძოლა აქტიურად დაიწყო და პირდაპირ მავაშის აღება არ უცდია. კაგაიაკიმ მისი დიჰიოს კიდესთან მიმწყვდევა სცადა რა დროსაც ქართველმა სეკიტორმა ეფექტური გდება შემოგვთავაზა. მიმდინარე ტურნირზე ეს მისი მხრიდან ყველაზე დამაჯერებელი გამოსვლა იყო.

კაგაიაკისთან დღევანდელ ბრძოლამდე გორგაძეს წინა 6 დაპირისპირებიდან 5 ჰქონდა მოგებული. ლევანს ამ გამარჯვების შემდეგ, მოგება-წაგებათა ბალანსი 2-2-ზე აქვს.

მე-5 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-5 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება, რომელსაც კარიერაში ჯამში 17-ჯერ დაუპირისპირდა. 9-ჯერ მოუგო, ხოლო 8-ჯერ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები