მარცხი ხორვატიასთან - წყალბურთელები ოლიმპიადის საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ
Aa
Aa

მარცხი ხორვატიასთან - წყალბურთელები ოლიმპიადის საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშა. დეიან სტანოევიჩის გუნდი პლეიოფში ხორვატიას დაუპირისპირდა და საკმაოდ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო.

მატჩის პირველი მეოთხედი ასე თუ ისე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ჩვენებმა 3-2 წააგეს. ხორვატებმა მეორე პერიოდი ბევრად უკეთ ჩაატარეს, 6 გოლი გაიტანეს, მხოლოდ 1 მიიღეს და დიდ შესვენებაზე 6-ბურთიანი უპირატესობით გავიდნენ - 9-3.

მეორე ტაიმში ვითარება არ შეცვლილა. ინიციატივა ხორვატთა ხელთ იყო და მათ სასურველი შედეგის მიღწევა არ გასჭირვებიათ. საქართველოს ნაკრების მეტოქემ მესამე მეოთხედი 2-1 მოიგო, ხოლო გადამწყვეტ პერიოდში მოწინააღმდეგეს 4-2 აჯობა და საბოლოოდ, 15-6 იმარჯვა.

ჩვენი გუნდიდან 2-2 გოლით თავი ელეზმა და შუშიაშვილმა გამოიჩინეს. ვაპენსკის ანგარიშზე ერთი ბურთია, ხოლო ქავთარაძე ასევე 1 გოლით გამოირჩა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულ გუნდს ამ ტურნირზე კიდევ 2 მატჩი ელის. საქმე ისაა, რომ მე-5, მე-6, მე-7 და მე-8-ადგილოსნების ვინაობაა გასარკვევი და ჩვენები ხვალ ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში მე-5 პოზიციის დაკავების შანსი გვექნება, ხოლო თუ წავაგებთ, მე-7 ადგილისთვის ვიბრძოლებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები