საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები, წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი
Aa
Aa

მარცხი საფრანგეთთან - წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატი მე-10 ადგილზე დაასრულეს

ხორვატიაში მიმდინარე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა დაასრულა. ჩვენი გუნდი მე-9 ადგილისთვის ბრძოლაში საფრანგეთის წყალბურთელთა ნაკრებს დაუპირისპირდა და უშანსოდ, 6:12 დამარცხდა.

შეხვედრა პირველივე წუთებიდან ფრანგი წყალბურთელების უპირატესობით წარიმართა და გამარჯვება ბოლომდე დამაჯერებლად მიიყვანეს. პირველი ტაიმი ფრანგებმა 5:2 მოიგეს და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ, დასკვნითი მეოთხედი კი კვლავ ფრანგების გამარჯვებით, 4:1 დასრულდა და საბოლოოდ, საქართველოს ნაკრები 6:12 დამარცხდა.

შესაბამისად, ქართველმა წყალბურთელებმა ტურნირი 1 მოგებით დაასრულეს, ხუთ შეხვედრაში კი დამარცხდნენ. ერთადერთი გუნდი, რომელსაც საქართველოს ნაკრებმა მოუგო, გერმანიის წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები