Aa
Aa

აქცია იუსტიციის სახლთან - აბუსერიძეს მომხრეები ახალ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერებმა დღეს იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომელმაც იანვრის დასაწყისში აბუსერიძის განაცხადი რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებით დაახარვეზა.

აქციის პარალელურად დღეს, საჯარო რეესტრმა არსებული საქმე ზუმ-ფორმატში განიხილა და საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.

ონლაინ-განხილვას პრეზიდენტობის სამივე კანდიდატი და ორი ფორმაციის გამგეობის წევრები ესწრებოდნენ.

აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად 30 დეკემბერს აირჩიეს, თუმცა რეესტრმა მისი რეგისტრაცია დროებით შეაჩერა.

კავშირის გამგეობის წევრებმა კი რამდენიმე დღის წინ ახალი არჩევნების თარიღი დაასახელეს, თუმცა აბუსერიძის თანაგუნდელები 24 თებერვლის ყრილობას ბოიკოტს უცხადებენ. 

სინქრონები : ირაკლი მაჩხანელი; სიმონ მაისურაძე; ბობა კვინიხიძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები