დორტმუნდის და იუვენტუსის მაისურით - ხვიჩა რუბინის საახალწლო კლიპში
Aa
Aa

დორტმუნდის და იუვენტუსის მაისურით - ხვიჩა რუბინის საახალწლო კლიპში

ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინმა“ საახალწლოდ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც გუნდი ქომაგებს ახალ წელს ულოცავს.

კლიპში რა თქმა უნდა ჩანს ხვიჩაც. თავად ვიდეოს შინაარსი სახალისო და ორიგინალურია. ქართველი ქომაგების ყურადღება კვარაცხელიას კადრებმა მიიპყრო, სადაც ქართველ შემტევს „დორტმუნდის“, „იუვენტუსის“, „გალათასარაის“ და „კრასნოდარის“ მაისურებში ვხედავთ.

ამ კადრის შესახებ რუსული გამოცემა sports.ru წერს: „ხვიჩა იცვლის ევროპული კლუბების მაისურებს, რომლებიც მისით დაინტერესდნენ“.

ხვიჩას აგენტმა მამუკა ჯუღელმა მიმდინარე სეზონის მსვლელობისას განაცხადა, რომ კვარაცხელია ისეთ კლუბებში ითამაშებს, როგორებიც „რეალი“, „ბარსელონა“, „ბაიერნი“, „იუვენტუსი“ და სხვა ევროპული გრანდები არიან.

თავად ხვიჩამ თავისი მომავლის შესახებ (გადაცემა „სპორტი იმედზე“) ისაუბრა და ასეთი რამ თქვა: „ბავშვობიდან მადრიდის ''რეალში'' თამაშზე ვოცნებობდი. ახლაც ასეა, თუმცა ევროპაში ბევრი ძლიერი ჩემპიონატია. ჩემი ოცნებაც ესაა, რომ ევროპის მაღალი დონის ჩემპიონატში მოვხვდე.

რუსეთში მხოლოდ ''რუბინში'' ვითამაშებ. სხვა რუსულ კლუბში თამაშს არ ვაპირებ. ჩემს ტრანსფერზე განხილვები ახლაც მიდის, თუმცა ყველაფერს დრო გვანახებს. კლუბთან კონტრაქტი კიდევ სამი წლით მაკავშირებს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები