ნინუა ქეცბაიას გუნდში? - ანორთოსისი პაოკ-თან მოლაპარაკებას აწარმოებს
Aa
Aa

ნინუა ქეცბაიას გუნდში? - ანორთოსისი პაოკ-თან მოლაპარაკებას აწარმოებს

კვიპროსული მედიის ცნობით ''ანორთოსისი'' ბერძნულ პაოკ-თან ნიკა ნინუას თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. თემურ ქეცბაიას 21 წლის ნახევარმცველის დამატება სურს. განიხილება საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება.

CrystalSport-ის ცნობით ამ ეტაპზე კლუბები საუბრობენ და ფეხბურთელი მოლაპარაკებაში არ მონაწილეობს.

პაოკ-ის მთავარი მწვრთნელის, პაბლო გარსიას გეგმებში ნიკა ნინუა არ შედის. თბილისის ''დინამოს'' აღზრდილს სალონიკურ კლუბში სათამაშო დროის პრობლემა აქვს და სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით შესაძლოა ლორიას, დაუშვილის, ქვილითაიასა და ოქრიაშვილის თანაგუნდელი გახდეს.

ნინუა ბერძნულ კლუბს მიმდინარე სეზონში შეუერთდა. მან საბერძნეთის ჩემპიონატის 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ''პანეტოლიკოსს'' საჯარიმო დარტყმიდან ბრწყინვალე გოლი გაუტანა.

თემურ ქეცბაიას გიორგი პაპუნაშვილის დამატებაც სურდა, თუმცა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ესპანური ''სარაგოსადან'' ''ანორთოსისის'' კონკურენტ ''აპოლონში'' გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები