რომან დოლიძემ UFC-ში ზედიზედ მეორე ბრძოლა მოიგო!
Aa
Aa

რომან დოლიძემ UFC-ში ზედიზედ მეორე ბრძოლა მოიგო!

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ თავისი მეორე ბრძოლაც გამარჯვებით დაასრულა და ბრაზილიელი ჯონ ალანი დაამარცხა.

ბრძოლის წინ პროგნოზების თანახმად ფავორიტად სწორედ ქართველი მებრძოლი ითვლებოდა, რომელმაც სტატუსის გამართლება საბოლოოდ მოახერხა კიდეც.

დოლიძემ ბრძოლა აქტიურად დაიწყო და უპირატესობა პირველივე რაუნდში მოიპოვა. აშკარა იყო, რომ ქართველი ალანს ჩაგრავდა.

მესამე რაუნდისკენ ჯონ ალანმა ბრძოლის შემობრუნება შეძლო, თუმცა იმდენი ვერ მოახერხა, რომ საბოლოოდ გამარჯვება მას დარჩენოდა.

მსაჯების გადაწყვეტილება ერთსულოვანი არ ყოფილა, თუმცა ბრძოლის გამარჯვებულად მაინც რომან დოლიძე დასახელდა.

"ეს ჩემთვის კარგი ბრძოლა იყო. მსაჯების არაერთსულოვანი გადაწყვეტილება კი ნამდვილად უცნაური გახლდათ.

ვფიქრობდი, რომ ბრძოლა უფრო ადვილი გამოვიდოდა. ეს ბიჭი მართლაც ძლიერია. მან ხელი არ ჩამომართვა. ძლიერი გონება აქვს, კარგია, ის მომწონს", - განაცხადა დოლიძემ ბრძოლის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ დოლიძემ UFC-ში თავისი პირველი ბრძოლა რუს ხადის იბრაგიმოვთან ჩაატარა და ის ნოკაუტით მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები