Aa
Aa

„შესაძლოა ვითარება შეიცვალოს" - სიმეონე ბაიერნთან სუარესის თამაშს არ გამორიცხავს

„ატლეტიკოს“ თავკაცი, დიეგო სიმეონე „ბაიერნთან“ ლუის სუარესის თამაშს არ გამორიცხავს. ურუგვაელ ფეხბურთელს კორონავირუსის დასადგენ ტესტზე დადებითი პასუხი კიდევ ერთხელ მოუვიდა, თუმცა სიმეონე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ვითარება შეიცვალოს.

„Covid-19 უცნაური რამაა და არის შანსი, ხვალ მისი ტესტის პასუხი უარყოფითი იყოს. ლუისი ინდივიდუალურად ვარჯიშობს და გუნდის დახმარება სურს. დაველოდებით რა მოხდება და გადაწყვეტილებას უახლოეს საათებში მივიღებთ.

სუარესს გუშინ ველაპარაკე. ლუისმა მითხრა, რომ თავს კარგად გრძნობს და უნდა, რომ გუნდთან ერთად იყოს. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს. თუ იგი ბაიერნთან ვერ ითამაშებს, შაბათს გასამართ შეხვედრაში აუცილებლად მოედანზე იქნება“.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო „ელ პისტოლერომ“ „ატლეტიკოს“ ბოლო 3 შეხვედრა გამოტოვა. არადა, ურუგვაელი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. სუარესი „როხიბლანკოს“ კარგად შეეწყო და ლა ლიგის საწყის 6 შეხვედრაში 5 გოლის გატანაც მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები