2 მილიონი დოლარი კვების ბანკს - ჯორდანის ღირსეული საქციელი
Aa
Aa

2 მილიონი დოლარი კვების ბანკს - ჯორდანის ღირსეული საქციელი

ლეგენდარულ მაიკლ ჯორდნაზე 2020 წელს სერიალი გადაიღეს სახელწოდებით THE LAST DANCE. ფილმი მოგვითხრობს თუ როგორ ავიდა 1990-იან წლებში წარმატების მწვერვალზე „ჩიკაგო ბულსი“, ერთერთი ყველაზე უფრო გამორჩეული საკალათბურთო დინასტია, მაიკლ ჯორდანის წინამძღოლობით.

სპორტული გამოცემა ESPN ავრცელებს ინფრომაციას, რომ მაიკლ ჯორდანმა ამ სერიალიდან შემოსული თანხის უდიდესი ნაწილი 2 მილიონი დოლარი კვების ფონდში გადარიცხა. ამით მაიკლი იმ ადამიანებს დაეხმარა, ვისაც კორონავირუსისგან გამოწვეული პანდემიის გამო ძალიან გაუჭირდა.

ამერიკაში სულ მალე მადლიერების დღე იქნება და ჯორდანის ეს ინიციატივა, სწორედ ხსენებულ დღეს ემსახურება. არსებობს ორგანიზაცია FEEDING AMERICA. ეს ორგანიზაცია კი ჩიკაგოს, ჩრდილოედ და სამხრედ კაროლინას ემსახურება. ამასთან დაკავშირებით მაიკლ ჯორდანმა კომენტარი გააკეთა.

"ასეთ რთულ პერიოდში და წარმოუდგენლად ცუდ წელიწადს ბევრად მნიშვნელოვანია ცოტა ხნით გავჩერდეთ და ქველმოქმედებას მივმართოთ. მე ვამაყობ, რომ შემიძლია სერიალიდან გამომუშავებული თანხით ამერიკელები გამოვკვებო" - განაცხადა ჯორდანმა

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები