ჰატაკიკომი და დამარცხებული უხერხული მეტოქე -
Aa
Aa

ჰატაკიკომი და დამარცხებული უხერხული მეტოქე - "ტოჩიმ" მე-5 მოიგო

„კიუშუ ბაშოს“ მე-8 დღეს ლევან გორგაძის მეტოქე მე-10 მაეგაშირა მეისეი იყო, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე მოგება-წაგებათა ბალანსი ლევანის მსგავსად 4-3-ზე ჰქონდა.

ტოჩინოშინი მას ჯამში 3-ჯერ შეხვდა და სამივე ორთაბრძოლა მარცხით ჰქონდა დასრულებული, თუმცა დღეს ნავსი გატეხა და დამაჯერებლად იმარჯვა.

„ტოჩიმ“ ბრძოლა აქტიურად დაიწყო და მალევე ჰატაკიკომის ილეთით მეტოქე დოჰიოზე დააგდო.

ლევანის ბალანსი უკვე 5 გამარჯვება და 3 მარცხია. მას დარჩენილ 7 ბრძოლაში 3-ის მოგება სჭირდება, რათა დადებითი ბალანსი გაინაღდოს.

ტურნირის მე-9 დღეს გორგაძე მე-10 მაეგაშირა რიუდენს შეხვდება, რომელსაც ჯამში 4-ჯერ დაუპირისპირდა, 2-ჯერ დაამარცხა და 2-ჯერ თავად დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები