მამუკა გორგოძე: ასეთი ანგარიშით წაგება არ გვეკადრება, თუმცა...
საქართველოს ნაკრების მორაგბემ მამუკა გორგოძემ შოტლანდიასთან (16:43) ტესტმატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"საქართველოს ნაკრების ცალკეულ მოთამაშეებს ასეთი დონის მეტოქესთან თამაშის გამოცდილება აქვს, მაგრამ როგორც გუნდს ეს გამოცდილება გვაკლია".
"მსგავსი შანსი ხშირად უნდა გვქონდეს. დღეს ჩვენ აშკარად გვაჯობეს. ასეთი ანგარიშით წაგება არ გვეკადრება, თუმცა ამ წაგებიდანაც უნდა ვისწავლოთ და ამ კუთხით ეს თამაში ნამდვილად ფასეული იყო". - განაცხადა გორგოძემ.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით