Aa
Aa

„ცხოვრების ყველაზე რთული ეტაპი გადალახა" - მარადონა საავადმყოფოდან გაწერეს

ლეგენდარული დიეგო მარადონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი კუთხით სწრაფად პროგრესირებს და 60 წლის ვარსკვლავი უკვე ჰოსპიტალიდანაც გაწერეს. დიეგოს შესახებ კომენტარი მისმა ადვოკატმა გააკეთა.

„მან ცხოვრების ყველაზე რთული და დელიკატური ეტაპი გადალახა. საბედნიეროდ, ახლა თავს კარგად გრძნობს და მონდომებულია, რომ ყველაფერი საუკეთესო გზით წავიდეს.

მხოლოდ გამოჯანმრთელებაზე ფიქრობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მომენტში სიმშვიდე და სიყვარული სჭირდება“, - განაცხადა მატიას მორლამ.

დიეგო მარადონას 3 ნოემბერს სუბდურალური ჰემატომა დაუდგინდა, რის შემდეგაც მეორე დღესვე ოპერაცია ჩაუტარდა და მას შემდეგ ჰოსპიტალში იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები