ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ვეგასელი
Aa
Aa

ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ვეგასელი "რაინდები"

ჰოკეის ეროვნული ლიგის ახალმა კლუბმა ლას ვეგასიდან ოფიციალური ლოგო და სახელწოდება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 2017-18 წლების სეზონიდან, NHL-ში ახალი კლუბი ითამაშებს. გუშინ, ლას ვეგასში გუნდის ლოგოსა და სახელწოდების პრეზენტაცია მოეწყო.

გუნდის ოფიციალური სახელია - Vegas Golden Knights ("ვეგასის ოქროს რაინდები"), ოფიციალური ფერები გახდა - ნაცრისფერი, ოქროსფერი, წითელი და შავი, ხოლო ემბლემა წარმოადგენს რაინდის ჩაფხუტს, რომელშიც ჩასმულია ასო - V.

აღვნიშნავთ, რომ 2017 წლის ზაფხულში გაიმართება სპეციალური დრაფტი, რომელიც საშუალებას მისცემს "ვეგასს" თითო ჰოკეისტი აიყვანოს თითოეული გუნდიდან და ასე დააკომპლექტოს თავისი შემადგენლობა.

ცხელი ამბები