სტეფ კარი, ლებრონი, ტაისონი და სხვები - ვის მისცეს ხმა ცნობილმა სპორტსმენებმა
ბოლო თვეების მანძილზე ამერიკა ორად გაიყო - ერთ მხარეს ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კანდიდატურის მხარდამჭერები იდგნენ, ხოლო მეორე მხარეს - დონალდ ტრამპისა.
ამ ციებ-ცხელებაში სპორტის ამერიკელი ვარსკვლავებიც ჩაერთნენ და საინტერესოა მათი არჩევანი რომელ მხარეს გადაიხარა.
დავიწყოთ კლინტონის მხარდამჭერებით, რომელშიც NBA-ს 2 მთავარი ვარსკვლავი, ლებრონ ჯეიმსი და სტეფ კარი ერთიანდებიან.
მათ გარდა "კლინტონისტების" რიგებში, ამერიკის ქალთა საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი, მეკარე ჰოუპ სოლო, ლეგენდარული ჩეხი ჩოგბურთელი, ამჟამად ამერიკის მოქალაქე მარტინა ნავრატილოვა, მუჰამედ ალის ქალიშვილი ლაილა ალი და ბეისბოლის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ალექს როდრიგესი შედიან.
სამაგიეროდ დონალდ ტრამპის მხარე დაიჭირა ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა, რომელმაც განაცხადა, რომ ამერიკას ახალი სახე და ახალი იდეები სჭირდება.
ასევე ტრამპის კანდიდატურას ემხრობიან კრივის კიდევ ერთი ლეგენდა დონ კინგი, NBA-ს ეპატაჟური ვარსკვლავი დენის როდმანი, გოლფის მოთამაშე ჯონ დეილი და ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი, ცნობილი კარდაშიანებისა და ჯენერების დედა, კეტლინ ჯენერი.
foxsports.com.au-ს მიხედვით