ნოემბრის ტექს-მატჩების ბილეთების გაყიდვა დაიწყო
წლის სანაკრებო სეზონის დამაგვირგვინებელ, ნომებრის ტესტებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. წელს "ბორჯღალოსნები" შინ, "მიხეილ მესხზე" ორ მატჩს თამაშობენ, ხოლო მესამეს გასვლაზე, 26 ნოემბერს კილმარნოკში შოტლანდიის წინააღმდეგ.
წლევანდელ ნოემბრის ტესტ სერიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ოკეანეთის წარმატებული ტურნეს შემდეგ, მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილი დავიკავეთ, ახლა კი, ისტორიაში პირველად გვეძლევა სარეიტინგო ათეულში შესვლის შესაძლებლობა, რისთვისაც "ბორჯღალოსნებს" სავსე ტრიბუნებიდან ქომაგების დახმარება აუცილებლად დასჭირდებათ.
12 ნოემბერს, პირველ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები სარაგბო სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს, "საკურებად" წოდებულ იაპონიის ნაკრებს შეერკინება.
ერთი კვირის შემდეგ, 19 ნოემბერს, ტესტ სერიის მეორე მატჩში "ბორჯღალოსნები" ოკეანეთის ძალიან ძლიერ წარმომადგენელს, სამოას შეხვდებიან, რომელთანაც ივნისში ფრედ 19:19 ითამაშეს.
ორივე საშინაო მატჩის ბილეთების ყიდვა ქომაგებს დღეიდან ამ ბმულზე შეუძლიათ TKT.GE/Rugby
ბილეთების ფასი 3, 5 და 10 ლარს შეადგენს. ორივე მატჩისთვის, რომლებიც 15:00 საათზე დაიწყება, ბილეთების შეძენის მსურველებს სტადიონზე ერთი და იმავე ადგილის დასაკავებლად შეუძლიათ შეიძინონ აბონიმენტი.
ბილეთებთან დაკავშირებით შეგიძლიათ ასევე დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს ნომერზე: 22195577
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს