1998 წლის ფინალი - როცა "ინტერმა" უეფას თასი მოიპოვა
დიდხნიან პაუზის შემდეგ მილანის „ინტერი“ ევროპული თასების ფინალში გავიდა.
დღეს ფრანკფურტში ანტონიო კონტეს გაწვრთნილი ფეხბურთელები ევროპის ლიგის ფინალში „სევილიას“ 23:00 დაუპირისპრიდებიან.
10 წლის წინ მილანურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგა მოიპოვა. იტალიელებმა ფინალში მიუნხენის „ბაიერნი“ 2:0 დაამარცხეს.
მაგრამ დღეს ვისაუბრებთ 1998 წლის მილანის „ინტერზე“,რომელმაც უეფას თასი მოიგო.
მილანურ კლუბში ბრწყინავდა ბრაზილიელი რონალდო. რომელამაც ტურნირის განმავლობაში 6 გოლი გაიტანა.
ფინალურ შეხვედრაში,რომელიც პარიზში გაიმართა „ინტერი“ რომის „ლაციოს“ დაუპირისპირდა.
ლუიჯი სიმონის გაწრთნილმა ფეხბურთელებმა მეტოქე მარტივად ანგარიშით 3:0 დაამარცხეს.
მატჩის დებიუტშივე ანგარიში ჩილელმა ლეგიონერმა ივან ზამორანომ გახსნა.
მე-60 წუთზე მილანელბი 2 ბურთის სხვაობით ხავიერ ძანეტიმ დააწინაურა.
მატჩის საბოლოო ანგარიში კი რონალდომ 70-ე წუთზე დააფიქსირა და იტალიურ კლუბს უეფას თასი ისტორიაში მესამედ მოაპოვებინა.
უეფას თასის ფინალურ შეხვედრამდე "ინტერმა" ტურნირიდან შვეიცარიული "ქსამაქსი", ფრანგული "ლიონი", "სტრასბურგი", გერმანული "შალკე" და რუსული "სპარტაკი" გამოთიშა.