კვარაცხელიამ პენალტი გამოიმუშავა - რუბინმა სეზონი მარცხით დაასრულა
Aa
Aa

კვარაცხელიამ პენალტი გამოიმუშავა - რუბინმა სეზონი მარცხით დაასრულა

რუსეთის პრემიერ ლიგის ბოლო ტურში ყაზანის „რუბინი“ საკუთარ კედლებში „სპარტაკს“ დაუპირისპირდა და 1-2 დამარცხდა.

მატჩში ანგარიში მოსკოველებმა გახსნეს და თერთმეტმეტრიანი გაიტანეს, თუმცა „რუბინმა“ მალევე გაათანაბრა. ხვიჩა კვარაცხელიამ შესანიშნავი დრიბლინგი განახორციელა, ორი ფეხბურთელი მოატყუა, მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, სადაც სპარტაკელები მასზე დაჯარიმდნენ და „რუბინმა“ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა.

თერთმეტმეტრიანი იგნატიევმა გამოიყენა და წონასწორობა აღადგინა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი, 71-ე წუთზე დაფიქსირდა, როცა „სპარტაკმა“ მეორე პენალტი შეაგდო.

კვარაცხელიამ მთელი მატჩი შეუცვლელად ითამაშა და 90-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო, „რუბინის“ მეორე ქართველი, ზურიკო დავითშვილი კი, მოედანზე 64-ე წუთზე გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ცნობისთვის, „სპარტაკთან“ მარცხის შემდეგ, ყაზანურ კლუბს 35 ქულა დარჩა და სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები