"ეიბარის" 2 ფეხბურთელი სექსუალურ სკანდალში გაეხვა
ესპანური "ეიბარის" ფეხბურთელები, ანტონიო ლუნა და სერხი ენრიხი, სექსუალურ სკანდალში გაეხვნენ.
"რეალთან" შეხვედრის (1:1) შემდეგ, ფეხბურთელებმა გართობა, ორგიის მოწყობით გადაწყვიტეს და ახალგაზრდა გოგონასთან ჯგუფური სექსით დაკავდნენ.
ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ სექსის ამსახველი ვიდეო, რამდენიმე ხანში ინტერნეტში გავრცელდა და ფეხბურთელებსაც სანქციები ემუქრებათ.
პირველი, რაც მათმა კლუბმა გააკეთა, ლუნა და ენრიხი, "ლეგანესთან" ამხანაგური მატჩის განაცხადში არ შეიყვანა.
თავად ფეხბურთელებმა ბოდიში უკვე მოიხადეს, მათი ბოდიში იმ გოგოსაც ეკუთვნოდა, რომლის სახეც ვიდეოში აშკარად ჩანს.
ესპანური ფეხბურთის სადისციპლინო კომიტეტი, აღნიშნულ საკითხზე, უახლოეს დღეებში იმსჯელებს.
მომზადებულია marca.com-ის მიხედვით