Aa
Aa

კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა ნეთსში - პრინსს Covid-19 დაუდგინდა

ESPN-ის ინფორმაციით, კორონავირუსი „ბრუკლინ ნეთსის“ კიდევ ერთ კალათბურთელს, ტორინ პრინსს დაუდასტურდა. ადრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით, 26 წლის ფორვარდი ორლანდოში არ გაემგზავრება და სეზონის განახლების შემდეგ გამართულ მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

პრინსი „ნეთსის“ მეოთხე კალათბურთელია, რომელიც დარჩენილ შეხვედრებს კორონავირუსის გამო გამოტოვებს. დეანდრე ჯორდანსა და სპენსერ დინუიდის Covid-19 დაუდგინდათ და გუნდს ამიტომ ვერ დაეხმარებიან. უილსონ ჩენდლერმა კი, ორლანდოში წასვლაზე უარი პირადი მიზეზებით ახსნა და განაცხადა, რომ მისი ოჯახის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უპირველესია.

„ბრუკლინს“ შემადგენლობაში 3 თავისუფალი ადგილი აქვს და NBA-ის წესების მიხედვით, შეუძლია ზემოთ ხსენებული კალათბურთელების შემცვლელები გაიფორმოს. Yahoo Sports-ის ინფორმაციით, „ნეთსი“ ამირ ჯონსონისა და კიდევ რამდენიმე მოთამაშის კანდიდატურას განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ პრინსმა მიმდინარე სეზონში 64 შეხვედრა ჩაატარა და 61 მატჩში ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა. „ბრუკლინში“ იგი გასულ ზაფხულს, „ატლანტადან“ გადავიდა და საშუალოდ 12 ქულასა და 6 მოხსნას აგროვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები