Aa
Aa

NBA-ს სეზონის ჩამთავრება 150 მილიონი დოლარი დაუჯდება

ESPN-ის ინსაიდერის, ბრაიან უინდჰორსტის ინფორმაციით, NBA-ს უოლტ დისნეის მსოფლიო დასვენების ცენტრში სეზონის ჩამთავრება 150 მილიონი დოლარი დაუჯდება.

უინდჰორსტის ცნობით, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია 7 სავარჯიშო კომპლექსსა და 3 სპორტულ არენას იქირავებს. კალათბურთელებისა და გუნდების ტექნიკური პერსონალისთვის კი, 3 სასტუმრო იქნება განკუთვნილი.

ამასთან ერთად, NBA კვების, კორონავირუსის დასადგენად ჩატარებული ტესტების, უსაფრთხოების, სამედიცინო დახმარების, ტრანსპორტირებისა და 1500-ზე მეტი ადამიანის გართობის ხარჯებს დაფარავს.

უინდჰორსტის მიხედვით, კორონავირუსის პანდემიის გამო ლიგა სავარაუდოდ, 1 მილიარდზე მეტით იზარალებს, რასაც სეზონის ჩასამთავრებლად საჭირო 150 მილიონი დოლარი დაემატება, თუმცა ორლანდოში მატჩების გამართვა ეკონომიკური გადმოსახედიდან უმნიშვნელოვანესია.

კალათბურთელები ხელფასების სახით, საერთო ჯამში 600 მილიონ დოლარზე მეტს შეინარჩუნებენ, ხოლო გუნდები სატელევიზიო ტრანსლაციების გაყიდვებიდან შემოსულ თანხებს არ დაკარგავენ.

შეგახსენებთ, რომ NBA 30 ივლისს დაბრუნდება. პლეიოფების პირველი რაუნდი აგვისტოს ბოლოსკენაა ჩანიშნული, ხოლო ფინალური სერია ყველაზე გვიან 13 ოქტომბერს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები