ქეცბაიას პირველი ტრანსფერი: ბრაზილიელი მცველი ქართველის გუნდში
Aa
Aa

ქეცბაიას პირველი ტრანსფერი: ბრაზილიელი მცველი ქართველის გუნდში

2019-20 წლების სეზონის დასრულების შემდეგ თემურ ქეცბაიამ პირველი ტრანსფერი განახორციელა. ''ანორთოსისის'' ოფიციალური ვებგვერდის ცნობით 29 წლის ბრაზილიელ მცველთან, ანდერსონ კორეიასთან კონტრაქტი გაფორმდა.

Transfermarket-ის ცნობით სატრანსფერო თანხა 325 000 ევროს შეადგენს.

სამხრეთამერიკელის განვლილი კარიერა განსაკუთრებული მიღწევებით არ გამოირჩევა. ანდერსონ კორეია ბრაზილიური ''ბოტაფოგოსა'' და პორტუგალიური ''ბოავიშტას'' ყოფილი ფეხბურთელია.

View this post on Instagram

Η Ανόρθωσις Αμμοχώστου ανακοινώνει τη σύναψη συνεργασίας με τον Βραζιλιάνο αμυντικό, @correiaanderson Πρόκειται για 29χρονο ποδοσφαιριστή, ο οποίος αγωνίζεται στην αμυντική γραμμή (αριστερός ακραίος αμυντικός). Τα τελευταία 3 χρόνια αγωνιζόταν με τη φανέλα της Νέας Σαλαμίνας, με την οποία κατέγραψε 91 συμμετοχές (85 στο πρωτάθλημα, 6 στο κύπελλο), πετυχαίνοντας 6 τέρματα και μετρώντας 14 ασίστ. Καλωσορίζουμε τον Άντερσον Κορέια στην ομάδα μας και του ευχόμαστε όπως πανηγυρίσει μπόλικες επιτυχίες και τίτλους με το Φοίνικα στο στήθος! #Anorthosisfc ????⚪???? #blueandwhite #Transfers

A post shared by Anorthosis Famagusta Official (@anorthosisfc_official) on Jun 19, 2020 at 2:04am PDT

2017 წლიდან კორეია კვიპროსის ჩემპიონატში ასპარეზობს, გასული სამი სეზონი ''ნეა სალამისში'' გაატარა. ქეცბაიას თავი გასულ სეზონში მოაწონა, როცა 23 მატჩში 1 გოლი შეაგდო და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბრაზილიელი მცველი შეტევაში საკმაოდ პროდუქტიულია, რაც საგოლე პასების რაოდენობიდანაც კარგად ჩანს.

ანდერსონ კორეიას ტრანსფერიდან რამდენიმე საათის შემდეგ ''ანორთოსისმა'' კიდევ ერთ ახალწვეულთან გააფორმა კონტრაქტი. ქეცბაიას გუნდში 25 წლის კამერუნელი ჩარლზ ელოუნდუ ითამაშებს, რომელიც 2018-20 წლებში ''ნეა სალამისში'' კორეიას თანაგუნდელი იყო. ამპლუით მარცხენა ''ვინგერმა'' კამერუნის ეროვნულ გუნდში ერთადერთი მატჩი 2013 წელს ჩაატარა.

შეგახსენებთ, კვიპროსული მედიის ცნობით ''ანორთოსისში'' შესაძლოა გიორგი ქვილითაია ვიხილოთ, თუმცა მისი ტრანსფერის ალბათობა მცირეა, რადგან სავარაუდოდ ''ანორთოსისში'' ნიკა კაჭარავა დარჩება.

კვიპროსულ მედიაში კიდევ ორ ფეხბურთელზე გავრცელდა ინფორმაცია, ქეცბაიას პაპუნაშვილისა და მიქელთაძის დამატება სურდა, თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნულ მოთამაშეებთან დაკავშირებით სიახლე არაა. მიქელთაძემ CrystalSport-თან საუბარში ''ანორთოსისთან'' მოლაპარაკების გამართვა უარყო, თბილისის ''დინამოს'' ექს-შემტევი ყოფილ კლუბს არ დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები