Aa
Aa

ჰამილტონის სოლიდარობის ჟესტი - ბრიტანელი ცალ მუხლზე დაიჩოქებს

„მერსედესის“ ბრიტანელი პილოტი, ლუის ჰამილტონი ფორმულა 1-ის სეზონის განახლების შემდეგ, მოძრაობისადმი სახელად, Black Lives Matter, სოლიდარობის გამოხატვას გეგმავს.

Daily Mail 6-გზის მსოფლიო ჩემპიონთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ჰამილტონი ივლისში, ავსტრიაში გასამართ გრან პრიზე ცალ მუხლზე დაიჩოქებს. ფორმულა 1-ის ერთადერთი შავკანიანი პილოტი ანტი-რასისტულ მოძრაობაში აქტიურადაა ჩართული და ამ ჟესტით საკუთარი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებას აპირებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფორმულა 1 ჰამილტონის სულისკვეთებას იზიარებს და მხარს უჭერს ნებისმიერ პილოტს, რომელსაც რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობის მიღება სურს.

შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1 5 ივლისს დაბრუნდება. პირველ 2 რბოლას 5 და 12 ივლისს ავსტრიის Red Bull Ring-ი უმასპინძლებს. 19 ივლისს რბოლა უნგრეთში გაიმართება, შემდეგ კი გუნდები ბრიტანეთის გრან პრისთვის მოემზადებიან. 2 აგვისტოს ბრიტანეთის გრან პრის ვიხილავთ. 9 აგვისტოს კი „სილვერსტოუნი“ მეორე რბოლას უმასპინძლებს. შემდეგი რბოლა 16 აგვისტოს ეპანეთში გაიმართება. 30 აგვისტოს ბელგიის გრან პრია. 6 სექტემბერს კი რბოლა „მონცაზე“ ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები