საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გარდაიცვალა
Aa
Aa

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გარდაიცვალა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ექს-ფეხბურთელი ზვიად პაპიძე 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში თბილისის ''დინამოს'' ყოფილმა მოთამაშემ, გიორგი ანჩაბაძემ გაავრცელა, რომელიც პაპიძის ბავშვობის მეგობარი იყო.

ყოფილმა მეკარემ რევაზ ნაჭყეპიამ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის შესახებ დაწერა: ''ზვიადი პაპიძე, უმაგრესი ადამიანი, უკარგესი ფეხბურთელი, ძალიან მაგარი კაცი!!!''

1973 წლის 22 აპრილს დაბადებული პაპიძე ამპლუით მცველი იყო. პაპიძე თბილისის ''მართვეს,'' გორის ''დილას,'' თბილისის ''მრეტების,'' ''ანცის,'' ''ზოოვეტის,'' ''თბილისის,'' ბოლნისის ''სიონისა'' და ბათუმის ''დინამოს'' ღირსებას იცავდა.

1994-95 წლებში ზვიად პაპიძე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ასპარეზობდა.

1998 წლის აგვისტოში ზვიად პაპიძემ შოთა ჭეიშვილის ფორმაციის ბათუმის ''დინამოს'' რიგებში თასების მფლობელთა თასზე ბელგრადის ''პარტიზანის'' წინააღმდეგ ითამაშა. 

CrystalSport-ის რედაქცია იზიარებს გარდაცვლილის ოჯახისა და მეგობრების მწუხარებას.

მასალაში გამოყენებულია ბუტა ტალახაძის ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები