როდმანი კიმ ჩენ ინზე: „ვლოცულობ, რომ სწრაფად გამოჯანმრთელდეს“
Aa
Aa

როდმანი კიმ ჩენ ინზე: „ვლოცულობ, რომ სწრაფად გამოჯანმრთელდეს“

„ჩიკაგო ბულსის“ ყოფილი კალათბურთელი, დენის როდმანი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როდმანი თავისი მეგობრის შესახებ TMZ-ის ესაუბრა.

„იმედი მაქვს კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ჭორია. ჩვენ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის არსებულ ურთიერთობასთან მიმართებით კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს.

თუ ის თავს მართლა ცუდად გრძნობს, მისი სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის ვლოცულობ, რათა ჩემმა ორმა მეგობარმა, დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა მშვიდობის დასამყარებლად მუშაობა განაგრძონ“.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული პრესის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა გულის ოპერაცია გადაიტანა და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. როგორც ირკვევა მას კარდიოლოგიური სისტემის იმპლანტაცია დასჭირდა. ამის მიზეზად თამბაქოს ხშირი მოხმარება და ჭარბი წონა სახელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები