#დარჩი სახლში | CrystalSport-ის განცხადება
Aa
Aa

#დარჩი სახლში | CrystalSport-ის განცხადება

CrystalSport-ის რედაქცია გთხოვთ და მოგიწოდებთ: დარჩით სახლში! ბოლო 6 დღის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში Covid-19-ით, დაახლოებით, 200-მდე ადამიანი დაინფიცირდა, რაც ვირუსის გავრცელების სისწრაფის ზრდაზე ნათლად მიუთითებს - ამ მომენტისთვის, უკვე 370 დადასტურებული შემთხვევაა.

ამირან გამყრელიძე: „მოვუწოდებ მოსახლეობას: ნუ წავალთ ლიტურგიაზე, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით მრავლად - სახლშიც კი. ჩვენთვის ეს უახლოესი დღეები კრიტიკულია, ბრწყინვალე შვიდეულის დღეებში არ შევიკრიბოთ არც საფლავებზე, რათა ის არ მოხდეს, რაც ჩვენზე გაცილებით ძლიერ სახელმწიფოებში ხდება, სადაც ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი იღუპება“, - განაცხადა გამყრელიძემ გუშინდელი პრესკონფერენციისას.

როგორც ხედავთ, მდგომარეობა სერიოზულია და ერთადერთი იარაღი, რომლითაც შეგვიძლია, ვირუსსა და მის გავრცელებას ვებრძოლოთ, სახლში დარჩენა და წესების დაცვაა.

CrystalSport-ის რედაქცია იცავს რეკომენდაციებს, თითოეული ჩვენგანი სახლიდან, წესების დაცვით, მუშაობს! მოგიწოდებთ: დარჩით სახლში, დაიცავით წესები - არ ჩააგდოთ თქვენი და თქვენთვის საყვარელი ადამიანების სიცოცხლე საფრთხეში! დავიცვათ წესები, რათა ცხოვრების ჩვეული რიტმი, და მასთან ერთად სპორტიც, მალე დაგვიბრუნდეს!

ჩვენი გუნდის სახელით, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და გისურვებთ ჯანმრთელობას!

ცხელი ამბები