რაზე დავდოთ ფსონი? - საუკეთესო რჩევები ხუთშაბათისთვის
Aa
Aa

რაზე დავდოთ ფსონი? - საუკეთესო რჩევები ხუთშაბათისთვის

კორონავირუსით გამოწვეული გლობალური პანდემიის გამო სპორტული აქტივობების რიცხვი მინიმუმამდე შემცირდა. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ბლოგი, რომლითაც ყველა სპორტისა და მათ შორის კიბერ სპორტის ეგიდით, იმ დღეს გასამართ მატჩებს მოკლედ მიმოვიხილავთ.

ბლოგი დაეხმარება მასაც, ვისაც უბრალოდ სპორტული ღონისძიების ყურება სურს და მასაც, ვისაც მათზე თანხის დადებისა და ამ გზით გართობის სურვილი აქვს.

Counter-Strike

ESL Pro League-ს საკვალიფიკაციო ეტაპის C და D ჯგუფში დასკვნითი მატჩების ჯერი დგება. ზოგი გუნდი თავის ბოლო შეხვედრას ჩაატარებს, ზოგიც - ბოლოსწინას.

C ჯგუფში, ერთპიროვნული ლიდერი OG-ი აუტსაიდერ Virtus Pro-ს დაუპირისპირდება - ორივე გუნდმა 3-3 თამაში გამართა, პირველმა ყველა მოიგო, მეორემ ქულაც ვერ მოიპოვა. მართალია, OG-ი ახალი გუნდია და გამოცდილება ნაკლებად აქვს, მაგრამ კონკრეტულად ამ შესარჩევში შესანიშნავად გამოიყურება და TyLoo-სთან ერთად, ორ გრანდს: mousesports-სა და G2 Esports-საც მოუგო. Virtus Pro კი საშინელ ფორმაშია და უკანასკნელი 14-დან 13 შეხვედრა აქვს წაგებული. ასე რომ, OG-იმ მასთან ქულები არ უნდა დაკარგოს და თუკი მოიგებს, ჯგუფის პირველი ადგილისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს, ეს კი, როგორც ვიცით, ფინალურ ეტაპზე დამატებით ბენეფიტებს იძლევა.

საწყის ორ ტურში მოპოვებული ორი გამარჯვების შემდეგ Evil Geniuses-სთან წააგო FURIA-მ, რომელიც ახლა 6 ქულით ჯგუფის მე-3 ადგილზეა. თუმცა ადგილი, ამ შემთხვევაში, ზუსტ სურათს არ გვაძლევს, რადგან 6 ქულა ჯამში 4 გუნდს აქვს. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ჯგუფური ეტაპი ისტორიულია Swole Patrol-ისთვის, რომელსაც ამ ტურნირამდე უმაღლეს დონეზე რუკაც კი არ ჰქონდა მოგებული, აქ კი რუკას მოიგო და შემდეგ ტურში - საერთოდ თამაშიც. გუნდებს შორის მე-2 ურთიერთშეხვედრაა და მოსალოდნელია, რომ მასაც მოიგებს FURIA, რომელიც მეტოქეზე გაცილებით გამოცდილი და მაღალი კლასის კოლექტივია.

ერთ-ერთი 6-ქულიანი გუნდი Evil Geniuses-ია, რომელიც ჯგუფში თავის ბოლოსწინა შეხვედრას 3-ქულიან MIBR-ისთან (მისთვისაც მე-4 მატჩია) ჩაატარებს. ხვდებით, რომ ჯგუფიდან გასვლის რეალურ შანსს MIBR-იც ინარჩუნებს, მის განსამტკიცებლად კი დღეს გამარჯვება სჭირდება. უნდა ითქვას, რომ Evil-ი გამოცდილი და ძლიერი გუნდია, MIBR-იც მაღალი კლასისაა, თუმცა Evil-ის გვერდით მაინც ვერ დავაყენებთ. ურთიერთშეხვედრებში MIBR-ი 1:0-ს იგებს, მაგრამ დღეს აშკარა აუტსაიდერად ითვლება. მეორე მხრივ, MIBR-ი მიმდინარე ჯგუფურზე ცუდ თამაშს არ აჩვენებს და მოსალოდნელია, რომ Evil-ის ბრძოლასაც გაუმართავს. არც 3-რუკიანი მატჩი გამოვრიცხოთ.

დადე ფსონი Counter-Strike-ზე დადე ფსონი Counter-Strike-ზე

დოტა 2

ჩინეთში, China Professional League-ის მე-2 სეზონი დაიწყო და დღეს-ხვალ არაერთი მატჩია, მათ შორის რამდენიმე - განსაკუთრებულად საინტერესო.

არც ისე კარგ ფორმაშია Keen Gaming-ი, რომელიც ხვალ დილით EHOME-ს შეხვდება. ეს უკანასკნელი შედარებით უკეთესად თამაშობს და მატჩის ფავორიტადაც სამართლიანად ითვლება. კარგი ფორმის დასტურია, რომ გუნდმა ამ მატჩამდე ბოლო ორ შეხვედრაში, 30 და 31 მარტს, ჯერ Invictus Gaming-ი დაამარცხა, შემდეგ კი Vici Gaming-ი - ორივე საკმაოდ ძლიერი მეტოქეა. რაც შეეხება Keen Gaming-ის ფორმას, ის ბოლო პერიოდში თამაშს იშვიათად იგებს, ხოლო უკანასკნელი 3 მატჩი ზედიზედ აქვს წაგებული.

ხვალ დილით გასამართი კიდევ ერთი შეხვედრა PSG.LGD-ისა და Royal Never Give Up-ის შორისაა. PSG.LGD, რომელიც საკმაოდ ძლიერ გუნდად ითვლება, ბოლო პერიოდში ცუდ ფორმაშია და უკანასკნელი 5-დან 4 მატჩი დათმო. საპირისპიროდ, ბრწყინვალე შედეგები აქვს Royal Never Give Up-ის, ბოლო 11-დან 9 თამაში მოიგო და ერთ-ერთში სწორედ PSG.LGD-ი დაამარცხა. იმის მიუხედავად, რომ ფავორიტად PSG.LGD-ი მოიაზრება, წესით, მას მეტოქემ სერიოზული ბრძოლა უნდა გაუმართოს და არ გამოვრიცხოთ, მინიმუმ 1 რუკა მაინც მოუგოს.

დადე ფსონი დოტა 2-ზე დადე ფსონი დოტა 2-ზე

მაგიდის ჩოგბურთი

რუსეთში, უკრაინასა და ჩეხეთში შიდა ტურნირები გრძელდება. დღეს 180-მდე მატჩია დაგეგმილი, ამიტომ ზოგად წესებზე ვისაუბროთ, დაწვრილებით კი შეხვედრათა გადახედვა-გარჩევა ჩვენს პარტნიორ Flashscore-ზე შეგიძლიათ.

დღეს გასამართ ყველა ამ ქვეყნის ჩემპიონატის მატჩში 3 სეტი უნდა მოიგო, რათა საბოლოო გამარჯვებას მიაღწიო. ასევე შევთანხმდეთ იმაზეც, რომ სეტის მოსაგებად 11 ქულაა საჭირო, ხოლო ანგარიშზე - 10:10 მოთამაშე წინ 2 ქულით უნდა გავიდეს, მაგალითად: 12:10; 13:11, 16:14 და ა.შ.

დადე ფსონი მაგიდის ჩოგბურთზე დადე ფსონი მაგიდის ჩოგბურთზე

ცხელი ამბები