რაზე დავდოთ ფსონი? - საუკეთესო რჩევები ოთხშაბათისთვის
Aa
Aa

რაზე დავდოთ ფსონი? - საუკეთესო რჩევები ოთხშაბათისთვის

კორონავირუსით გამოწვეული გლობალური პანდემიის გამო სპორტული აქტივობების რიცხვი მინიმუმამდე შემცირდა. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ბლოგი, რომლითაც ყველა სპორტისა და მათ შორის კიბერ სპორტის ეგიდით, იმ დღეს გასამართ მატჩებს მოკლედ მიმოვიხილავთ.

ბლოგი დაეხმარება მასაც, ვისაც უბრალოდ სპორტული ღონისძიების ყურება სურს და მასაც, ვისაც მათზე თანხის დადებისა და ამ გზით გართობის სურვილი აქვს.

ფეხბურთი

ნიკარაგუის ჩემპიონატში დღეს მე-13 ტურის ყველა, ხუთივე მატჩი, გაიმართება. გამორჩეული შეხვედრაა ლიდერებს შორის, მე-3 ადგილოსანი კი მათთან ქულების შემცირებას თავისი მატჩის მოგებით შეეცდება.

ტურნირის პირველადგილოსანი დედაქალაქური „მანაგუა“ საკუთარ არენაზე მიიღებს „ესტელის“, რომელსაც მასზე 2 ქულით ნაკლები აქვს. პირველ წრეში დედაქალაქელებმა სტუმრად მეტოქეს 2:0 მოუგეს, თუმცა კონკრეტულად თავიანთ არენაზე ბოლო დროს მისი დამარცხება უჭირთ - ამ სტადიონზე ჩატარებული უკანასკნელი 13 თამაშიდან „მანაგუამ“ მხოლოდ 2 მოიგო, 2-ჯერ ფრე დაფიქსირდა და 9-ჯერ „ესტელიმ“ გაიმარჯვა. ბოლო პერიოდში ორივე გუნდი კარგ ფორმაშია და ზედიზედ 4-4 მატჩი მოიგეს. ასე რომ, ძალიან საინტერესო შეხვედრა იქნება და არ გამოვრიცხოთ, ამ თამაშის შედეგით ლიგა პრიმერას ლიდერიც შეიცვალოს.

ჩემპიონატის მე-3 ადგილოსანი „დირიანგენი“, რომელიც წინა ტურში ლიდერ „მანაგუასთან“ სტუმრად ბოლო წუთებზე გაშვებული გოლით დამარცხდა, „ესტელის“ – 2-ით, ხოლო იმავე „მანაგუას“ 4 ქულით ჩამორჩება. დღეს გუნდი მე-4 ადგილოსან „ფერეტის“ უმასპინძლებს, რომელსაც მასზე 6 ქულით ნაკლები აქვს. მართალია, „დირიანგენს“ მარტივი თამაში არ ექნება, მაგრამ ის მეტოქეზე გაცილებით მაღალი დონისაა, უფრო დიდი მიზნები აქვს და ლიდერთა მატჩით სარგებლობა და მათთან მიახლოვება მართებს - საამისოდ მხოლოდ 3 ქულაა საჭირო.

ვინაიდან ლიგა პრიმერას ლიდერთა ოთხეული ერთმანეთში თამაშობს, დანარჩენი მატჩების მიმართ იმდენად დიდი ინტერესი აღარაა, მაგრამ მაინც ვთქვათ, რომ ტურის კიდევ 3 შეხვედრა ჩატარდება და იმ მატჩებშიც გუნდებს კონკრეტული მიზნები აქვთ.

ასევე დავამატოთ, რომ დღესვეა მატჩები ნიკარაგუის 20-წლამდელთა ჩემპიონატში, რასაც შვედეთის მასშტაბით გასამართი რამდენიმე ამხანაგური თამაშიც ემატება.

დადე ფსონი ფეხბურთზე დადე ფსონი ფეხბურთზე

ჰოკეი

ბელარუსის ჰოკეის ექსტრალიგის ფინალში მე-4 შეხვედრის ჯერი დადგა. გუშინ, „იუნოსტმა“ „სოლიგორსკი“ მისსავე მოედანზე, ოვერტაიმით, დაამარცხა, სერიაში 2:1 დაწინაურდა და მოედნის უპირატესობაც დაიბრუნა. სოლიგორსკელებს ფეხის დაცდენის უფლება აღარ აქვთ, სხვა შემთხვევაში მთელი სეზონის ნაწვალები წყალში ეყრებათ - წარმოიდგინეთ, თუკი დღევანდელი თამაშიც წააგეს, 1:3 გახდება და თავის მოედანზე გასამართ შემდეგ ორ მატჩში „იუნოსტს“ ერთ-ერთის მოგებაც ეყოფა. შესაბამისად, მასპინძლებმა ძალები სრულად უნდა მოიკრიბონ და თამაშში ყველაფერი ჩადონ, რა შემთხვევაშიც მათზე ოდნავ, მაგრამ მაინც ძლიერი „იუნოსტის“ დამარცხება და სერიაში ანგარიშის გათანაბრება რეალური იქნება. სხვა მხრივ, აღვნიშნოთ, რომ ამ ყინულზე გუნდებს შორის გამართულ ბოლო 4 მატჩში 4-ზე მეტი გოლი არ გასულა.

დადე ფსონი ჰოკეიზე დადე ფსონი ჰოკეიზე

Counter-Strike

ESL Pro League-ს საკვალიფიკაციო ეტაპზე, C და D ჯგუფებში, მორიგი ტურის მატჩებია. დღეს, ორი შეხვედრა C ჯგუფის ეგიდითაა, ხოლო 1 – D-ს.

C ჯგუფში, OG-ის სახით, ერთპიროვნული ლიდერია, მის შემდეგ კი 6-ქულიანი 3 გუნდი: mousesports-ი, Gs Esports-ი და FaZe Clan-ი. პირველი მათგანი დღეს 3 მატჩის შემდეგ უქულო TyLoo-ს შეხვდება, რომელიც საშინელ ფორმაშია და ბოლო 10 ოფიციალური შეხვედრა ზედიზედ აქვს წაგებული. Mousesports-ი მას ურთიერთშეხვედრებში 4:0-ს უგებს და ძნელი წარმოსადგენია, ასეთი მოტივაციისა და კონკურენციის პირობებში, მასთან ქულები გაანიავოს.

G2 Esports-ი კიდევ ერთ უქულო აუტსაიდერს, Virtus Pro-ს დაუპირისპირდება. G2 Esports-ი ფინალურ ეტაპზე გასასვლელად იბრძვის და იმის შანსიც აქვს, რომ საერთოდ პირველ ადგილზე გავიდეს. ბოლო 7 ურთიერთშეხვედრის მიხედვით, G2 Esports-ი 5:2-ს იგებს. ისიც დავამატოთ, რომ უკანასკნელი 13 ოფიციალური მატჩიდან Virtus Pro-მ 12 წააგო.

D ჯგუფს FURIA ლიდერობს, რომელმაც 2-დან 2 თამაში მოიგო, დანარჩენ 6-ქულიან გუნდებს: Team Liquid-ისა და 100 Thieves-ს კი ეს 2 მოგება 4 მატჩში აქვთ მოპოვებული. დღეს სწორედ FURIA-ს თამაშს ვიხილავთ, რომელიც 2 ტურში 1 თამაშის მომგებ Evil Geniuses-ს შეხვდება. გუნდებს შორის გამოცდილებაში საკმაო სხვაობაა - Evil-ი სექტემბერში დაარსდა, FURIA კი უმაღლეს დონეზე 3 წელია ასპარეზობს. მართალია, ფავორიტად Evil Geniuses-ი ითვლება, მაგრამ FURIA-ს წარმატებისთვის თავისი შანსები აუცილებლად ექნება.

დადე ფსონი Counter-Strike-ზე დადე ფსონი Counter-Strike-ზე

FIFA

საინტერესოდ ვითარდება მოვლენები FIFA-ს ტურნირ Plan B-ში, სადაც უკვე 1/4 ფინალური ეტაპის დრო დადგა. საუკეთესო 8 მოთამაშეში რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელიც მოხვდა.

გიორგი ჩაკვეტაძის დამმარცხებელი სერხიო რეგილონი ლონდონის „არსენალის“ მეკარე ბერნდ ლენოს შეხვდება და 1/2 ფინალში გასვლას მისი დამარცხებით შეეცდება. „სიტის“ უნივერსალ ოლექსანდრ ზინჩენკოს მეტოქე კი 18 წლის შოტლანდიელი ბილი გილმური იქნება.

1/4 ფინალური ეტაპის კიდევ ერთი შედარებით ცნობადი სახე „რომადან“ „ლაიფციგში“ განათხოვრებული პატრიკ შიკია - იგი მუნარ დაბურს დაუპირისპირდება. ბოლო მეოთხედფინალური წყვილი „ვულვზის“ შემტევმა დიოგო ჟოტამ და „ნორვიჩის“ ნახევარმცველმა ტოდ კანტუელმა შეადგინეს.

დადე ფსონი FIFA-ზე დადე ფსონი FIFA-ზე

მაგიდის ჩოგბურთი

რუსეთსა და უკრაინაში შიდა ტურნირები გრძელდება. დღეს 180-მდე მატჩია დაგეგმილი, ამიტომ ზოგად წესებზე ვისაუბროთ, დაწვრილებით კი შეხვედრათა გადახედვა-გარჩევა ჩვენს პარტნიორ Flashscore-ზე შეგიძლიათ.

დღეს გასამართ ორივე ამ ქვეყნის ჩემპიონატის მატჩში 3 სეტი უნდა მოიგო, რათა საბოლოო გამარჯვებას მიაღწიო. ასევე შევთანხმდეთ იმაზეც, რომ სეტის მოსაგებად 11 ქულაა საჭირო, ხოლო ანგარიშზე - 10:10 მოთამაშე წინ 2 ქულით უნდა გავიდეს, მაგალითად: 12:10; 13:11, 16:14 და ა.შ.

დადე ფსონი მაგიდის ჩოგბურთზე დადე ფსონი მაგიდის ჩოგბურთზე

ცხელი ამბები