რაზე დავდოთ ფსონი? - საუკეთესო რჩევები სამშაბათისთვის
Aa
Aa

რაზე დავდოთ ფსონი? - საუკეთესო რჩევები სამშაბათისთვის

კორონავირუსით გამოწვეული გლობალური პანდემიის გამო სპორტული აქტივობების რიცხვი მინიმუმამდე შემცირდა. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ბლოგი, რომლითაც ყველა სპორტისა და მათ შორის კიბერ სპორტის ეგიდით, იმ დღეს გასამართ მატჩებს მოკლედ მიმოვიხილავთ.

ბლოგი დაეხმარება მასაც, ვისაც უბრალოდ სპორტული ღონისძიების ყურება სურს და მასაც, ვისაც მათზე თანხის დადებისა და ამ გზით გართობის სურვილი აქვს.

ჰოკეი

ბელარუსში სეზონის ფინალური სერიის პირველ ორ მატჩს „იუნოსტის“ ყინულმა უმასპინძლა, შემდეგი ორი თამაში კი უკვე სოლიგორსკშია.

„სოლიგორსკმა“ შეძლო და პირველ შეხვედრაში 1:5 განადგურების შემდეგ მეტოქე უმძიმეს ბრძოლაში 3:2 დაამარცხა, სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობაც მოიპოვა. მიმდინარე სეზონში „იუნოსტი“ უფრო სოლიდური გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა სოლიგორსკელებმა უკვე აჩვენეს, რომ მათ ჩემპიონობის მოპოვება შეუძლიათ. ბოლო სამი ურთიერთშეხვედრა შედეგიანი გამოვიდა და შესაბამისად - 5; 6 და 9 გოლი გავიდა. მაინც ძნელი სათქმელია, ფინალურ ეტაპზე ყველა შეხვედრა ასეთი გახსნილი იყოს. სოლიგორსკის ყინულზე „იუნოსტისთვის“ თამაში ადვილი არ იქნება, ამიტომ არაა გამორიცხული, დღეს უკვე ნაკლებად შედეგიანი მატჩი მივიღოთ. სხვა მხრივ, აღსანიშნავია, რომ გუნდებს შორის ამ ყინულზე გამართული ბოლო 7 მატჩიდან 3 ფრედ დასრულდა და ოვერტაიმში გადავიდა.

დადე ფსონი ჰოკეიზე დადე ფსონი ჰოკეიზე

Counter-Strike

ESL Pro League-ს C და D ჯგუფში მორიგი ტურის მატჩებია. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა კი G2 Esports-სა და OG-ს შორის ჩატარდება.

ხსენებული გუნდები C ჯგუფს 100%-იანი შედეგით ლიდერობენ - 2-2 თამაში მოიგეს. გუნდებს შორის არსებითი სხვაობა გამოცდილებაშია, რასაც კლასში განსხვავებაც ემატება. OG ახალი გუნდია და პირველი ოფიციალური შეხვედრა 1-ელ თებერვალს ჩაატარა, აი მისი მეტოქე კი წლებია ერთ-ერთ გამორჩეულ კოლექტივად ითვლება. G2 Esports-ის ანგარიშზე არაერთი მოგებული ტურნირია, რამაც უმაღლესი დონის გუნდებს შორის დამსახურებული ადგილი მიანიჭა. დავამატოთ ისიც, რომ უკვე 2 ურთიერთშეხვედრაა გამართული და ორივე მათგანი G2 Esports-ის გამარჯვებით დასრულდა.

C ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა mousesports-სა და Virtus.Pro-ს შორისაა. Virtus-მა ჯერ მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა და ის FaZe Clan-თან დათმო, მისმა მეტოქემ კი 2-დან 1 შეხვედრა მოიგო. შესაბამისად, შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალურ შანსს ორივე ინარჩუნებს, რაც საინტერესო ბრძოლის წინაპირობას ქმნის. ზოგადად, Virtus Pro ბოლო პერიოდში ძალიან ცუდ ფორმაშია და უკანასკნელი 12 ოფიციალური მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს მოგებული. საგულისხმოა ბოლოდროინდელი ურთიერთშეხვედრებიც - ბოლო 16-დან 13 თამაში mousesports-ის გამარჯვებით დასრულდა. ასე რომ, დღეს mousesports-ის აშკარა ფავორიტობა გასაკვირი სულაც არაა.

დღის მე-3 მატჩი უკვე D ჯგუფშია - აუტსაიდერი MIBR-ი ერთ-ერთ ლიდერ 100 Thieves-თან ითამაშებს. 100 Thieves-მა წინა ტურში Team Liquid-თან წააგო და ახლა ჯგუფში სამხელისუფლებიანობაა - მას, Team Liquid-სა და FURIA-ს 6-6 ქულა აქვთ. ყველაზე კარგ მდგომარეობაში FURIA გახლავთ, რომელმაც ეს ქულები 2 შეხვედრაში აიღო. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ლიდერთა შორის პირველ ადგილს დაიკავებ თუ უბრალოდ სამეულში მოხვდები, ამიტომაც 100 Thieves-მა გამარჯვებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს. ყველაფერთან ერთად, მისი მეტოქე MIBR-ი ცუდ ფორმაშია და უკანასკნელი 10-დან 8 მატჩი წაგებული აქვს.

შეგახსენებთ, რომ ESL Pro League-ს საკვალიფიკაციო ეტაპის თითოეული ჯგუფიდან პირველადგილოსანი პირდაპირ ფინალური ეტაპის მე-2 რაუნდში ხვდება, ჯგუფის მეორე-მესამე ადგილოსნები კი ასპარეზობაში პირველი რაუნდიდან ჩაერთვებიან.

დადე ფსონი Counter-Strike-ზე დადე ფსონი Counter-Strike-ზე

დოტა 2

რამდენიმე საინტერესო მატჩია დოტა 2-ის ეგიდით. გუნდები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, სამხრეთ ამერიკის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ჩინეთის ტურნირებში ასპარეზობენ.

გამორჩეულად საინტერესო ჩინეთის ESL One – Los Angeles-ის გათამაშებაა, რომლითაც გუნდები ამ დიდი ტურნირის ფინალური ეტაპის საგზურისთვის იბრძვიან - პირველ და მეორე ადგილზე გასულები „გამარჯვებულთა სტადიაზე“ ხვდებიან, მესამე-მეოთხე ადგილოსნები „დამარცხებულთა სტადიაზე“, ხოლო ჯგუფის ბოლო ორ ადგილზე გასულები გათამაშებას ეთიშებიან.

დღეს ადრეულად რამდენიმე შეხვედრაა ჩანიშნული, რომელთა შედეგებიც ხვალ დაგეგმილ თამაშებთან პირდაპირ კავშირშია. ასე რომ, საფუძვლიანი მსჯელობა დღევანდელი საბოლოო შედეგების შემდეგ შეგვეძლება. ასე რომ, დავიხმაროთ ჩვენი პარტნიორი Flashscore და უფრო კონკრეტულად გავარჩიოთ დოტა 2-ის დღევანდელი და ხვალინდელი მატჩები.

დადე ფსონი დოტა 2-ზე დადე ფსონი დოტა 2-ზე

მაგიდის ჩოგბურთი

რუსეთში, უკრაინასა და ჩეხეთში შიდა ტურნირები გრძელდება. დღეს 180-მდე მატჩია დაგეგმილი, ამიტომ ზოგად წესებზე ვისაუბროთ, დაწვრილებით კი შეხვედრათა გადახედვა-გარჩევა ჩვენს პარტნიორ Flashscore-ზე შეგიძლიათ.

დღეს გასამართ ყველა ამ ქვეყნის ჩემპიონატის მატჩში 3 სეტი უნდა მოიგო, რათა საბოლოო გამარჯვებას მიაღწიო. ასევე შევთანხმდეთ იმაზეც, რომ სეტის მოსაგებად 11 ქულაა საჭირო, ხოლო ანგარიშზე - 10:10 მოთამაშე წინ 2 ქულით უნდა გავიდეს, მაგალითად: 12:10; 13:11, 16:14 და ა.შ.

დადე ფსონი მაგიდის ჩოგბურთზე დადე ფსონი მაგიდის ჩოგბურთზე

ცხელი ამბები