ვაწაძის გოლი: ქართველმა სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა
Aa
Aa

ვაწაძის გოლი: ქართველმა სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა

უზბეკეთის სუპერლიგის 2020 წლის სეზონი მათე ვაწაძემ გოლით დაიწყო. დანიური ''ორჰუსისა'' და ''სილკებორგის'' ყოფილმა ფორვარდმა აგმკ-ს შემადგენლობაში ოფიციალური დებიუტი გოლით აღნიშნა.

აგმკ-სა და ბეკაბადის ''მეტალურგის'' შეხვედრის მე-9 წუთზე ვაწაძემ მეტოქის საჯარიმოში დასწრებაზე ზუსტად ითამაშა და ანგარიში გახსნა. 31 წლის გამოცდილ თავდამსხმელს გოლი თანაგუნდელმა ელგუჯა გრიგალაშვილმა მიულოცა.

28-ე წუთზე ბეკაბადის ''მეტალურგმა'' ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

59-ე წუთზე მათე ვაწაძე შეცვალეს. რაც შეეხება ელგუჯა გრიგალაშვილს, მან 90 წუთი ითამაშა.

შეგახსენებთ, ვაწაძის უზბეკეთის ჩემპიონატი ნაცნობი ლიგაა. 2019 წლის ზაფხულში ვაწაძე ''ქიზილქუმის'' ფეხბურთელი გახდა და სუპერლიგის 12 მატჩში 3 გოლი შეაგდო, შემდეგ კლუბს დაემშვიდობა და კარიერა ამავე ლიგის უფრო ძლიერ კლუბს, აგმკ-ს დაუკავშირა.

ვაწაძის სადებიუტო გოლი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები