ინდოელმა მორბენალმა კამეჩებით რბოლისას უსაინ ბოლტის რეკორდი გააუმჯობესა!
Aa
Aa

ინდოელმა მორბენალმა კამეჩებით რბოლისას უსაინ ბოლტის რეკორდი გააუმჯობესა!

ინდოელმა მორბენალმა სრინივას გაუდამ არაოფიციალურად უსაინ ბოლტის რეკორდი გააუმჯობესა და 100 მეტრ დისტანციაზე ლეგენდარულ იამაიკელზე უკეთესი შედეგი დააფიქსირა.

BBC-ის ცნობით, გაუდამ სარეკორდო დრო კამეჩებით ტრადიციული რბოლის დროს დააფიქსირა.

 

ამ შეჯიბრს „კამბალა“ ეწოდება და ინდოეთში ტრადიციულად იმართება ხოლმე. წესების თანახმად, კამეჩებით მორბენალმა წყლით დაფარულ ბრინჯის მინდორზე 132, ან 142 მეტრი უნდა დაფაროს. ამის პარალელურად, სპორტსმენს 2 კამეჩი უღელში უნდა ეჭიროს.

28 წლის გაუდამ საწყისი 100 მეტრი 9.55 წამში გაირბინა და ბოლტის რეკორდი 0.03 წამით გააუმჯობესა.

შეგახსენებთ, რომ უსაინ ბოლტმა 100 მეტრზე გარბენში, 2009 წელს ბერლინში 9.58 წამი დააფიქსირა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ცხელი ამბები