Aa
Aa

ზედიზედ მე-3 გამარჯვება UFC-ში! დვალიშვილმა ამერიკელი მეტოქე გაანადგურა!

16 თებერვალს გამთენიისას UFC Fight Night 167-ის ბრძოლები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ქართველი მერბა დვალიშვილიც იღებს.

დვალიშვილის მეტოქე ამერიკელი ქეისი კენი იყო, რომელიც ქართველმა 3 რაუნდში სრულიად დამსახურებულად დაამარცხა და ბოლო სამი ბრძოლიდან ყველა თავის სასარგებლოდ დაასრულა.

ქეისი კენი რეიტინგში მე-15 ადგილს იკავებდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დვალიშვილი ამ გამარჯვების შემდეგ რეიტინგს საგრძნობლად გაიუმჯობესებს და საუკეთესო თხუთემეტეულის წევრი გახდება.

რაც შეეხება უშუალოდ ბრძოლას, მერაბმა მეტოქეს სამივე რაუნდში აჯობა. დვალიშვილს ამერიკელი პარტერში ხშირად გადაყავდა და მას უძლიერეს დარტყმებს აყენებდა, ოქტაგონზეც საკმაოდ ხშირად ახეთქებდა.

საბოლოოდ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვებულად ქართველი მებრძოლი გამოცხადდა.

ამიერიდან მერაბ დვალიშვილს UFC-ის უძლიერეს მებრძოლებთან დაპირისპირების საშუალებაც ექნება.

აქვე გთავაზობთ მის პირველ კომენტარს ბრძოლის შემდეგ.

ცხელი ამბები