Aa
Aa

"დედას უტირებ, მერე შენი ბრალია" - ტალახაძის პასუხი ბერძენიშვილის კრიტიკას

აქცია „სირცხვილია“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა და პოლიტიკოს დავით ბერძენიშვილის შვილმა ზუკა ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში ლაშა ტალახაძის მიმართ კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ადამიანად თუ არ ვარგიხარ, რა ჯანდაბად მინდა შენი მიღწევები და ჩინ-მედლები. ბავშვებმა უნდა შემოგხედონ, მაგალითი უნდა აიღონ, ეგეთი უზნეო თუ ხარ, მირჩევნია ვერაფერს მიაღწიო ცხოვრებაში, რომ მახინჯი გავლენაც ვერავიზე გქონდეს... მოძალადისთვის მიჩენილი ადგილი გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის, ვიდრე თუნდაც ოლიმპიადაზე გაჟღერებული საქართველოს ჰიმნი. თორე ეგრე სიმძიმე ჩემი მეზობელი კოსტას მხრებზე უნდა ნახო, მარა რა უნდა შესთავაზონ რო გახარიას ამოუდგეს გვერდში გაბადრული. კაშიას ერთი სუფთა ვარდნა რომ მირჩევნია ტალახაძის ყველა აქამდე დამყარებულ თუ აწი დასამყარებელ რეკორდს, მაგას მოგახსენებთ. და თუ ვინმე ვერ აცნობიერებს ამისთანას მაინც რას ვერჩი, იმ გულისამრევი ფოტოს (იმდენად, რომ არც ვაზიარებ) ქვეშ Natia Letodianiს მიერ დასმულ შეკითხვას გავიმეორებ:

კაია ორი თვალით ცხოვრება ბიჯებო?!. :)

#ფუ

3 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტულის მფლობელები მიიღო და მათ სპეციალურად მოწყობილ ვახშამზე უმასპინძლა.

ვახშამზე გასული წლის 6-დან 5 ქართველი მსოლიო ჩემპიონი - ლაშა ტალახაძე, ლუხუმ ჩხვიმიანი, ბექა ლომთაძე, ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე იმყოფებოდნენ. საღამოზე ვერ მივიდა გენო პეტრიაშვილი, რომელიც ნაკრებთან ერთად შეკრებას გადის და რომში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.

ბერძენიშვილის აგრესიული პოსტიც სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა.

უამრავი უცენზურო კომენტარის შემდეგ, ბერძენიშვილის პოსტს ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის 4-4 გზის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ თავისი facebook-ის გვერდიდან უპასუხა:

ესეთ მაგარი ბიჭი სადმე გადაგეყრება, დედას უტირებ, მერე შენი ბრალია, ძალადობ ან კუნთებზე იყურები. მინდა მადლობა გითხრათ მეგობრებო გვერდში დგომისთვის. ამასთან ერთად მინდა გთხოვოთ, რომ არ მიაქციოთ ყურადღება ესეთ უმადურ და გაბოროტებულ ადამიანებს. მათ სურთ მაგარი ბიჭები გამოჩნდენ და პიარი გაიკეთონ არა ჯანსაღი კრიტიკით:)

შეგახსენებთ, რომ ქართული სპორტის ისტორიაში, 2019 წელს პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ქართველმა სპორტსმენებმა ჩვენს ქვეყანას ერთბაშად ექვს ოლიმპიურ სახეობაში მსოფლიო ჩემპიონობა მოუტანეს. შესაბამისად, სპორტის სამინისტრომაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდება ექვსივე მათგანს მიანიჭა.

ცხელი ამბები