Aa
Aa

50 წუთი გასახდელში - გუარდიოლამ თავისი შეგირდები გააკრიტიკა?

„ტოტენჰემთან“ წაგებული მატჩის შემდეგ, პეპ გუარდიოლა თავის შეგირდებს გასახდელში 50 წუთის განმავლობაში ესაუბრობდა. ბრიტანულ პრესაში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ესპანელმა სპეციალისტმა „სიტის“ მოთამაშეები გააკრიტიკა, თუმცა გუარდიოლამ ყველაფერი უარყო და პრესის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.

„გავაკრიტიკე თუ არა ჩემი შეგირდები? რა თქმა უნდა არა! მაღალ დონეზე ასპარეზობის შემდეგ მათი კრიტიკა შეცდომა იქნებოდა. ჩვენ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. ფეხბურთში ასეთი რამ ხდება ხოლმე.

ბევრი მომენტი გავანიავეთ, მათ კი ორი მომენტი შექმნეს და ორი გოლი შეაგდეს. საკუთარი გუნდის გამოსვლაზე ბევრს არ ვილაპარაკებ. ფეხბურთში მთავარი ანგარიშია“.

გუარდიოლამ „სიტის“ სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა: „ლივერპული ბევრით გვისწრებს და მერსისაიდელთა დაწევა პრაქტიკულად გამორიცხულია. შესაბამისად ჩვენი მიზანი ყველა დარჩენილი ტურნირის მოგება და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა“.

აქვე გეტყვით, რომ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ჟოზე მოურინიომაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისმა გუნდმა სამი ქულა ურთულეს შეხვედრაში მოიპოვა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა გუარდიოლას შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მასსა და პეპს ბევრად კარგი ურთიერთობა აქვთ, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები