Aa
Aa

კრივი, WBF: ლაშა გურგულიანი მსოფლიო ჩემპიონია!

26 იანვარს ვერის კალათბურთის სასახლეში გრანდიოზული საკრივო შოუ შედგა. ისტორიაში პირველად, საქართველოში გათამაშდა WBF-ის მსოფლიო ჩემპიონის ქამარი 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში.

საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირისა და Boxing Group Promotion-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ლაშა გურგულიანმა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მოქმედი მფლობელია, თავისი ტიტული დაიცვა და 29 წლის WBO-ს ვერსიით ლათინური ამერიკის ქვეყნების ყოფილი ჩემპიონი, მექსიკელი ედგარ „ნენე“ ორტეგა 8 რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა!

ორთაბრძოლა ქართველმა აქტიურად დაიწყო და უპირატესობა ბოლო წამამდე არ დაუთმია. ორტეგა მას წინააღმდეგობას უწევდა, თუმცა მე-8 რაუნდში გურგულიანის უპირატესობა აშკარა იყო და მის გამუდმებულ იერიშებს მექსიკელმა ვეღარ გაუძლო. საბოლოოდ ყველაფერი ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა.

საქართელოში გამართულმა საკრივო შოუმ დიდი ინტერესი გამოიწვია და ღონისძიება ანშლაგის თანხლებით წარიმართა.

ფოტო - Boxing Group Promotion

ცხელი ამბები