Aa
Aa

ახალი ფავორიტი - ოლმო გერმანიაში მიდის?

გერმანული „ლაიფციგის“ სახით, დანი ოლმოს ტრანსფერისთვის ბრძოლაში ახალი ფავორიტია. წამყვანი იტალიური გამოცემების ცნობით, ლაიფციგელები ზაგრების „დინამოს“ 20 მილიონ ევროსა და ბონუსებს სთავაზობენ და შეთანხმებასთან ახლოს არიან.

Gazzetta dello Sport-ის გავლენიანი ჟურნალისტის, ნიკოლო შირას თქმით, გერმანულ კლუბში გადასვლას თავად ოლმოც დათანხმდა. მეტიც, როგორც იწერება, მან კონტრაქტის პირადი დეტალებიც შეათანხმა. ი

მავე შირას ცნობით, ესპანელი შემტევი „ლაიფციგთან“ ხელშეკრულებას 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, წლიური ხელფასის სახით კი 3 მილიონ ევროს მიიღებს.

ოლმოს მიმართ ინტერესს რამდენიმე ევროპული გრანდი იჩენდა და ყველაზე ბოლოს მასთან იტალიურ „მილანს“ აკავშირებდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები