შერმადინი არ ჩერდება! 20 ქულა, მორიგი გამარჯვება და კვლავ MVP!
Aa
Aa

შერმადინი არ ჩერდება! 20 ქულა, მორიგი გამარჯვება და კვლავ MVP!

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ მე-12 ტურის შეხვედრაში სტუმრად თურქული „გაზიანთები“ 88:65 დაამარცხა.

ტრადიციულად მოწოდების სიმაღლეზე იყო შერმადინი, რომელმაც 21 წუთში 20 ქულა, 7 მოხსნა, 3 გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

ქართველ ცენტრსა და მის თანაგუნდელ მარსელინიო უერტასს მარგი ქმედების კოეფიციენტი 27-27 ჰქონდათ და ორივე მათგანი შეხვედრის MVP გახდა.

ცნობისთვის, უერტასმა ლიგის რეკორდი გაიმეორა და 17 ზუსტი გადაცემა შეასრულა.

ამ გამარჯვების შემდეგ, „ტენერიფე“ ჯგუფში „ნიმბურკთან“ ერთად 10 მოგებითა და 2 მარცხით ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები