საქართველო ევროპის 10 საუკეთესო გუნდში! - ჩვენებმა თურქეთი იოლად დაამარცხეს
Aa
Aa

საქართველო ევროპის 10 საუკეთესო გუნდში! - ჩვენებმა თურქეთი იოლად დაამარცხეს

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე საუკეთესო 10 გუნდში მოხვედრა გაინაღდა! რევაზ ჩომახიძის გუნდმა თურქეთის ნაკრებს 12:6 მოუგო და მე-9 ადგილისთვის შეხვედრაში მონაწილეობის უფლება მიიღო.

ფავორიტად შერაცხულმა ჩვენმა ნაკრებმა თამაშის თითოეული მონაკვეთი შესანიშნავად გააკონტროლა, მეტოქე ყველა ასპექტში დაჯაბნა და გამარჯვება ეჭვქვეშ წამითაც არ დაუყენებია.

 

ჩვეულად ეფექტურად ითამაშეს ანდრია ბითაძემ და მიშა ბაღათურიამ, რომელთაც 3-3 გოლი შეაგდეს, 2-ჯერ თავი ხვიჩა ჯახაიამ გამოიჩინა, ხოლო რევაზ იმნაიშვილმა, ბორის ვაპენსკიმ, დამირ ცრეპულიამ და გიორგი მაგრაქველიძემ თითოჯერ გაიტანეს.

ჩვენი გუნდი მე-9 ადგილისთვის მატჩში გერმანიისა და რუმინეთის შეხვედრის გამარჯვებულს, 24 იანვარს, დაუპირისპირდება და წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას დაასრულებს.

საქართველოს ნაკრებისთვის 2020 წლის ევროპირველობა, ყველა ვარიანტში, ისტორიული იქნება - აქამდე საუკეთესო შედეგი მე-12 ადგილი იყო.

ცხელი ამბები