ისევ უშანსოდ! - ტოჩინოშინი ლიდერთან დამარცხდა
Aa
Aa

ისევ უშანსოდ! - ტოჩინოშინი ლიდერთან დამარცხდა

„ჰაცუ ბაშოს“ რიგით მე-6 დღეს ლევან გორგაძე ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს, შოდაის დაუპირისპირდა.

დღევანდელი ორთაბრძოლა ტოჩინოშინმა ძლიერი ტაჩიაით დაიწყო, თუმცა შოდაი კარგად დაუხვდა და ინიციატივა ხელთ მალევე იგდო, რის შემდეგაც ლევანის დოჰიოდან გადაყვანა არ გასჭირვებია.

 

ხვალ ქართველი რიკიში მე-6 მაეგაშირა ტაკარაფუჯის შეერკინება. ამ უკანასკნელს ლევანი დოჰიოზე 17-ჯერ შეხვდა და 10-ჯერ დაამარცხა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენებურს ტაკარაფუჯისთან ბოლო 4 ბრძოლა მოგებული აქვს.

ცხელი ამბები