10 გოლი საბერძნეთის ნაკრების კარში - საქართველო ფავორიტთან დამარცხდა
Aa
Aa

10 გოლი საბერძნეთის ნაკრების კარში - საქართველო ფავორიტთან დამარცხდა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში წყალბურთში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრები საფრანგეთის დამარცხების შემდეგ, საბერძნეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა, რომელსაც პირველი შეხვედრა იტალიასთან ჰქონდა წაგებული.

ბერძნები აშკარა ფავორიტები იყვნენ და სტატუსი გაამართლეს კიდეც. მათ პირველი მეოთხედი 5-1, ხოლო მეორე 6-1 მოიგეს და შესვენებაზე 9 ბურთიანი ჰანდიკაპით გავიდნენ.

მეორე ნახევარში რევაზ ჩომახიძის გუნდმა მოუმატა და მესამე მეოთხედში 4-2 იმარჯვა, თუმცა თამაშში ვერ დაბრუნდა და საბოლოოდ 17-10 დამარცხდა.

ქართველთა მხრიდან გოლები ვაპენსკიმ (2), ბარალდიმ, რურუამ (2), ბითაძემ ჯახაიამ, იმნაიშვილმა, ცრეპულიამ და ქავთარაძემ გაიტანეს.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფის მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, იტალიას დაუპირისპირდება. მატჩი 18 იანვარსაა ჩანიშნული და თბილისის დროით 17:30-ზე დაიწყება.

ცხელი ამბები