გენიალური ჯა მორენტი - „მემფისის
Aa
Aa

გენიალური ჯა მორენტი - „მემფისის" ახალწვეულმა „ჰიუსტონთან" გაიბრწყინა

„მემფის გრიზლისის“ ახალწვეულმა, ჯა მორენტმა ისტორიული შეხვედრა ჩაატარა. 20 წლის გამთამაშებელმა „ჰიუსტონ როქეთსის“ წინააღმდეგ გაიბრწყინა და თავი 26 ქულას, 5 მოხსნას და 8 შედეგიან გადაცემას მოუყარა. ჯა ფაქტობრივად უშეცდომო იყო და 11 ტყორცნიდან 10 გამოიყენა.

მორენტი NBA-ის ისტორიაში მეოთხე ახალწვეული გახდა, რომელმაც მინიმუმ 25 ქულაზე და 5 შედეგიან გადაცემაზე მეტი ისე დააგროვა, რომ პარკეტიდან 90 პროცენტზე მეტით შეუტია. აქამდე მსგავსი რამ მხოლოდ ჯო მერივეზერს, ბილი მაკკინის და ბრენდონ ნაითს ჰქონდათ გაკეთებული.

შეგახსენებთ, რომ მორენტის შესანიშნავი თამაშის წყალობით „მემფისმა“ „ჰიუსტონი“ დაამარცხა და მიჯრით 6 შეხვედრა 2016 წლის შემდეგ პირველად მოიგო.

ჯას გარდა „მემფისის“ რიგებში 24 ქულით დილონ ბრუქსი გამოირჩა. იონას ვალანჩუნასმა 19 ქულა დააგროვა, ხოლო ჯარენ ჯექსონ ჯუნიორი 15 ქულას დასჯერდა.

„როქეთსთან“ მოგებული მატჩის შემდეგ, „გრიზლისს“ 19 გამარჯვება და 22 მარცხი დაუგროვდა. „მემფისი“ პლეიოფში მოსახვედრად იბრძვის და დღესდღეობით დასავლეთ კონფერენციის მერვე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები