კრისტალ პალასი 1:1 არსენალი - არტეტას გუნდის განსხვავებული ტაიმები (VIDEO)
Aa
Aa

კრისტალ პალასი 1:1 არსენალი - არტეტას გუნდის განსხვავებული ტაიმები (VIDEO)

პრემიერლიგის 22-ე ტურში ლონდონური დერბი შედგა, „კრისტალ პალასმა“ „არსენალს“ უმასპინძლა და მატჩი 1:1 დასრულდა.

მიკელ არტეტას გუნდი პირველივე წუთებიდანვე დომინირებდა და ეს ციფრებშიც აისახა, მალევე კი ტაბლოზეც.

მე-12 წუთზე ობამეიანგმა ლაკაზეტის გადაცემის შემდეგ ანგარიში გახსნა. თითქოს „არსენალისთვის“ ყველაფერი კარგად მიდიოდა.

პირველ ტაიმში „მეთოფეების“ უპირატესობა დიდი იყო, არტეტას გუნდი ბურთს 67%-ით აკონტროლებდა.

მეორე ნახევარში მასპინძლებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს. 54-ე წუთზე ჯორდან აიუმ კუიატეს გადაცემით გაიტანა.

67-ე წუთზე კი ობამეიანგი მატჩის ანტიგმირი გახდა. უხეშობისთვის გაბონელი მოედნიდან გააძევეს.

10 კაცით დარჩენილმა „არსენალმა“ ბევრი ვერაფერი შეძლო და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები